საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვი ნიკა ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს იქით უჩივლებს… ოღონდ მაშ შემდეგ, რაც მიმდინარე სასამართლო წარმოება დასრულდება. შეგახსენებთ, საქმეზე „ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილის წინააღმდეგ“ სასამართლო განხილვა 16 ივნისს არის დანიშნული, თუმც იქამდე საქართველოს პირველი ჩოგანი 100-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ არის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული…

ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურა ნიკას დაპატიმრებას  კი ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია დოროყაშვილის ბანაკში და  პრესკონფერენციაც გაიმართა, თუმცა თავად დაზარალებული არ დასწრებია – როგორც მისმა ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა, დოროყაშვილს ემოციური ფონი აქვს.

პრესკონფერენციაზე გაურკვეველი დარჩა, იძალადა თუ არა ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე – აბაშიძემ სულ სხვა აქცენტებით ისაუბრა და ბასილაშვილი წარმატებული კარიერის შემოქმედი ყოფილი მეუღლე გამოიყვანა.

„ვწუხვართ,თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ აქ დამნაშავე თავად არის. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანი. აქვს დიდი სპორტული წარმატებებიც, რაც ჩვენ ყველას გვიხარია. თუმცა, კონკრეტულ სფეროში წარმატებული ადამიანი არ უნდა ძალადობდეს ვინმეზე. იმის გამო, რომ არის უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ ვერ გავჩუმდებით. ღრმად ვართ დარწმუნებული, სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომელიც საგამოძიებო ორგანოშია წარდგენილი, ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება.

Neka Dorokashvili/Basilashvili - Postimet | Facebookამავდროულად უნდა ვისაუბროთ, მის პირად წარმატებაში რა როლი აქვს მის ყოფილ მეუღლეს, მის ყოფილ ცოლს. ქალბატონი ნელი პრაქტიკულად 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან“, – განაცახადა აბაშიძემ.

მეორე ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა, რომ ბასილაშვილი თურმე სისტემატურად ძალადობდა დოროყაშვილზე და მსგავს ფაქტებს ხანგრძლივი „კარიერა“ აქვს.

„საქმის დეტალებში არ შევალთ, მაგრამ ყურადღება რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ. აქ საუბარი არაა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, როგორც ამას ხშირად წარმოაჩენენ – საქმე ეხება ძალადობას განგრძობად დროში. ბასილაშვილის მხრიდან, ძალადობას ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს. გამოძიება მიმდინარეობს და საქმეში არსებობს მტკიცებულებები. არსებობს ფოტოები და ვიდეო-მასალა, რასაც ექსპერტიზის დასკვნა დაემატება. გამოძიება გრძელდება და კიდევ არაერთი მტკიცებულება დაიდება. დღეს, დეტალებს არ ვასაჯაროვებთ, რადგან ვითვალისწინებთ ბავშვის ინტერესებს მაგრამ ეს ფაქტები საქმეშია და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – ეს თავხელიძის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეზე იძალადა. ბასილაშვილი გირაოთი კი გაათავისუფლეს, მაგრამ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკას საცოლე ჰყავს გერმანელი შარლოტ ჰელენი, რომელიც იმ დროისთვის თბილისში იმყოფება.