No description available.72 წლის დიკ ადვოკაატს ჰოლანდიურ “ფეიენოორდთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბის ხელმძღვანელობამ კი თადარიგი ამთავითვე დაიჭირა და ვეტერან მწვრთნელს შემცვლელი მოუძებნა.
39 წლის დირკ კუიტი თავის დროზე სწორედ “ფეიენოორდის” წევრი იყო, მერე კი ბურთაობა ინგლისურ “ლივერპულში” გააგრძელა. ამჟამად კუიტი როტერდამელების 19-წლამდელთა გუნდს უდგას სათავეში.
წინასწარ ცნობილია დირკ კუიტის თანაშემწის ვინაობაც. მას წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედის” და შვედეთის ნაკრების ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი დაეხმარება.