ქართველ გოლიათს იაპონიაში დაფასება არც აქამდე აკლდა, მაგრამ ბოლო პერიოდის წარმატებებმა სუპერპოპულარული გახადა.
ტოკიოს ბაშოს მეხუთე დღეს ლევან გორგაძეს ბევრი არ უწვალია და ძალის ხარჯზე გაიტანა საბრძოლო წრიდან (დოჰიო) დასავლელთა პირველი მაეგაშირა კეისეი.
ხუთი დღის შემდეგ ტოჩინოშინის დარად, ორი ფალავანია დაუმარცხებელი. ოძეკის ტიტულის მოსაპოვებლად ლევანს დარჩენილ ათ ჯახში ხუთი მოგებაც ჰყოფნის, მაგრამ მადა ხომ ჭამაში მოდის – ეგებ ტურნირის მოსაგებადაც გაიბრძოლოს?
ხვალ ლევანი იუტაკაიამას შეეჭიდება, რომელიც სუმოს ელიტარული ლიგის დებიუტანტია და ჩვენებურს ჯერ არ შეხვედრია.