ფიფამ და „კოკა-კოლამ“ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს. საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან და ესტონეთთან მოგებებით 30 ქულა დაიმატა, ჯამში 362 გაუხდა და ერთი თვის წინანდელი 101-ე ადგილი 96-ეზე გაცვალა.
რეიტინგში უკან მოვიტოვეთ სომხეთის, ინდოეთის, ისრაელის და ლიბიის გუნდები, ჩვენს წინ კი ფარერები და უკვე ნახსენები ესტონეთი არიან.
რაც შეეხება ლიდერებს, გერმანია და ბრაზილია კვლავაც პირველ და მეორე ადგილებზე არიან, მესამე კი ბელგიაა, რომელმაც პორტუგალიას და არგენტინას თითო საფეხური დაათმობინა.