ინგლისში დიდი ვნებათაღელვაა.22 წლის ასაკში მუნინი გარდაიცვალა – ყვავი რომელსაც, თვით ყველაზე ურწმუნო ინგლისელიც კი რუდუნებით მოუვლიდა.
კონსერვატულ ინგლისს სწამს ლეგენდების, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი თუ ყვავები დატოვებენ ტაუერს, სამეფო დაეცემა.
მუნინი კი ტაუერს შერჩენილი ბოლო ყვავი იყო და იგი ტაუერისვე სამხრეთით მდებარე მიწაყრილზე – ყვავების სასაფლაოზე დაიკრძალა…
დახვეწილ ბრიტანულ იუმორს ხომ ბადალი ძნელად მოეპოვება – ინგლისში ვარაუდობენ რომ, ეს არსენ ვენგერის ეპოქის დასასრულია…