Achraf Hakimi of Paris Saint-Germain is challenged by Kylian Mbappe of Real Madrid C.F. During the FIFA Club World Cup 2025 semi-final match between...კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ.

მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ სეზონში მოიპოვა.

„პარიზიდან უფრო ადრე რომ წავსულიყავი, ალბათ ძალიან დამწყდებოდა გული. ვიტყოდი, რომ არაფერი გამომივიდა, მაგრამ მე პსჟ-ში წიგნის ბოლომდე გავედი. შვიდი წლის განმავლობაში კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთე და „რეალში’’ გადავედი, რადგან ამ წიგნში ჩემთვის გვერდები აღარ იყო. ისტორია ჩემ გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. ჩემი წვლილი შევიტანე. ნახევარფინალამდე, ფინალამდე მივედი…’’.

მბაპეს ისტორია პსჟ-ში შეიძლება ითქვას სევდიანად დასრულდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და გავარდა საყოველთაო აზრით თავისზე სუსტ „დორტმუნდთან’’. ამ დაპირისპირებაში პარიზელებმა ექვსჯერ გაარტყეს ბურთი ძელს.

მბაპე: „ის შეხვედრა ხუთასჯერ რომ გავიმეოროთ, 499-ჯერ ჩვენ მოვიგებთ. მახსოვს, პირველ თამაშში მეც ძელს გავარტყი, ამანაც (აშრაფ ჰაკიმიმ) ძელს გაარტყა…’’.

ჰაკიმი: „ეს კაცი პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძნელია იმის გააზრება, რომ მან ჩვენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. მე ძალიან მომწონდა, როდესაც კილიანი ჩვენთან იყო. ის ბოლომდე იხარჯებოდა. მე მას ხშირად ვეუბნები, რომ ცოტა ხანს კიდევ უნდა დარჩენილიყო, თუნდაც მწვრთნელის ხათრით. ზუსტად ვიცი, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით კილიანი უკეთ ითამაშებდა’’.

იმ შემთხვევაში, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალში „ლივერპულს’’ გამოთიშავს, ხოლო „რეალი’’ „ბაიერნს’’ მოუგებს, მბაპე და ჰაკიმი ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.