ახლახან ფრანგულ პრესაში 23 წლის ქართველი ვარსკვლავის დავით ნინიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჩვენ კი გადმოვაქართულეთ და აქვე გთავაზობთ…

Transferts. Top 14 – Lyon : Roubert confirme le départ de Niniashvili pour La  Rochelle - rugbyrama.fr„ქართველი მორაგბე და ფრანგული ელიტისთვის კარგად ნაცნობი დავით ნინიაშვილი „ლიონის“ შემდეგ საზღვაო ქალაქის რიგებს შეუერთდა. 23 წლის უკანახაზელი „ლა როშელში“ მისი ჩასვლისა და იმ ახალი ამბიციების შესახებ გვიყვება, რომელიც ამ გამოწვევას ახლავს თან.

მრავალფუნქციური და შემოქმედებითი

საქართველოში ხვამლი RC-ს აღზრდილი მრავალფუნქციური მოთამაშე მაღალ დონეს არის მიჩვეული. დავით ნინიაშვილი ნამდვილი ბრილიანტია, ვისაც შეუძლია უკანა ხაზში ფრთაზე და ფულბეკად თამაში. ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველს ნაკრებში 40 კეპი აქვს ჩატარებული, ხოლო ფრანგულ ელიტაში თავს ოთხ სეზონში 73 მატჩითა და Challenge Cup-ის ტიტულით იწონებს.

თვალშისაცემია ის, რომ საკუთარი სტატუსის დამტკიცების სურვილით საზღვაო ქალაქის რიგებს ოთხი სეზონით შეუერთდა.

მაშ ასე, შეხვედრა ტოპ 14-ის ერთერთ ჯადოქართან…

ახალი თავგადასავალი

„კარიერის დასაწყებად, „ლიონმა“ შესაძლებლობა მომცა საფრანგეთში მეთამაშა. იქ ოთხი წლის გატარების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ „ლა როშელს“ შევერთებოდი, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონია. ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც ტიტულების მოგების ამბიცია აქვს, იქნება ეს ტოპ 14 თუ Investec Champions Cup… ეს ჩემი ოცნებაც არის! როდესაც „ლიონთან“ ერთად Challenge Cup მოვიგე, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან ეს ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული იყო. ახლა ვეცდები, რომ იგივე აქაც გავიმეორო“.

მონდომებული მოთამაშე

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ნომრის მაისურით ვთამაშობ. ყველა პოზიცია მომწონს, ერთადერთი, რაც მსურს ისაა, რომ გუნდში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, პოზიციას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მინდა თამაში, ბურთის აღება, აჩქარება და სულ ესაა. ჩემს სამუშაოს ვაკეთებ იქ, სადაც ამის მთხოვენ და იქ, სადაც საჭირო ვარ“.

Top 14 : Davit Niniashvili va rejoindre le Stade Rochelaisნაცნობ ადგილას მოსვლა

„აქ მოსვლა არ გამჭირვებია, რადგან ვიცნობდი ვილს, ტომასს, ნოლანს, ლევანს… ეს მართლაც ბევრ რამეს აადვილებს. აქ მოწყობაში ასევე დამეხმარნენ ნიკოლოზ სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია. დამათვალიერებინეს ქალაქის ცენტრი და ამიხსნეს კლუბის მუშაობის წესები. ეს ძალიან დამეხმარა“.

მიზანი? ტიტულების მოგება

„თავდაპირველად, მსურს „ლა როშელის“ მაისურის მორგება და რაც შეიძლება მეტი თამაში. ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთო, რაც კი შემიძლია, გუნდის დასახმარებლად. და შემდეგ, მსურს ტიტულების მოგება“!

როშელური ოჯახი

„შარშან, როდესაც „ლა როშელის“ სტადიონზე ვითამაშე, მივხვდი, რომ მართლაც არაჩვეულებრივი გარემო იყო, რადგან სტადიონი სავსე იყო. მომწონს, როდესაც გუნდს გულშემატკივარი უმაგრებს ზურგს, რაც მოთამაშეებს მეტ ენერგიას აძლევს. ეს ცეცხლი გუნდშიც იგრძნობა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში და მიხარია რომ გუნდშიც იგივეს ვხედავ“.