Napoli Striker Victor Osimhen Returns To San Siro To Face Inter A Year On  From Horror Injury In Clash With Milan Skriniar, Italian Media Highlightქირურგიის პროფესორმა ჯანპაოლო ტარტარომ ჟურნალისტებთან თვალის ოპერაციაზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა 2021 წლის ნოემბერში გადაიტანა „ინტერის“ მცველ მილან შკრინიართან შეჯახების შემდეგ.

მაშინ ნიგერიელს ექვსი ფირფიტა და 18 ხრახნი ჩაუდგეს ორბიტალური ძვლისა და ლოყის მრავლობითი მოტეხილობის სამკურნალოდ.

„ორბიტალური ძვლის გატეხვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მხედველობის დაკარგვამდეც კი. მაგრამ, საბედნიეროდ, თვალმა შეძლო ორბიტაზე დაბრუნება და ვფიქრობ, ფირფიტების და ხრახნების ამოღების ოპერაცია ვიქტორს შეიძლება აღარც დასჭირდეს. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის – მაგალითად, ინფექციის განვითარება.

ჩვენ უმაღლესი ხარისხის ფირფიტები გამოვიყენეთ და ძალიან ფრთხილად შევისწავლეთ მათი იმპლანტაციის ადგილი. ისინი მაქსიმალურად იმუშავებენ, როცა ვიქტორი ბურთს თავს დაარტყამს.

ახლა ოსიმენი კიდევ უფრო კარგად თამაშობს, ის მსოფლიო დონის შემტევი გახდა და არ იხსნის ნიღაბს, რადგან ეს მას დამატებით თავდაჯერებულობას ანიჭებს“, – თქვა ტარტარომ.

24 წლის ოსიმენი ამ სეზონში იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. მან 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

Osimhen to miss 2022 Nations Cup | Premium Times Nigeria