Arsene Wenger shows where his allegiances lie with ridiculous World Cup  2022 comment - Mirror Onlineფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, წინადადებით გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალშიც ზამთარში გაიმართოს.

„თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო დემოკრატიული გახდეს, აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც ჩატარდეს, სადაც ზაფხულში თამაში თითქმის შეუძლებელია. ყატარში მიმდინარე ტურნირი აჩვენებს, რომ ზამთარში მონდიალის გამართვა სავსებით შესაძლებელი და მისაღებია.

გეთანხმებით, რომ ნაკრებების უმრავლესობას ცოტა დრო ჰქონდა სათანადოდ მოსამზადებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემპიონატის ყველა მონაწილე შეჯიბრებას მენტალურად მზად შეხვდა, წინა ჩემპიონატებზე ასე არ იყო. ადრე ნაკრების წევრები ჩემპიონატს ფსიქოლოგიურად გადაღლილები იწყებდნენ, რადგან სათანადოდ მომზადებას ვერ ახერხებდნენ“, – უთხრა ვენგერმა ფრანგულ L’Équipe-ს.