არგენტინის მეორე ლიგაში, რომელსაც „პრიმერა B ნასიონალი” ეწოდება, „ლოს ანდესის” და „ბრაუნის” შეხვედრა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, პოლიციამ ტრიბუნაზე ჩხუბისთვის ასამდე გულშემატკივარი დააკავა.

თამაში სულ 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მსაჯს მისი შეჩერება მოუხდა. მზეზი: ორ ბანაკად დაყოფილმა მაყურებელმა ერთმანეთში მასობრივი ჩხუბი წამოიწყო. მეტოქე გუნდების „ბრავასებმა” (ასე ეძახიან არგენტინელები „ულტრასებს”) ერთმანეთს ბოთლები და სადღაც ნაშოვნი აგურები დააყარეს.

გაიმართა დიდი ხელჩართული ჩხუბიც. მშობლები, რომელთაც სტადიონზე არასრულწლოვანი შვილები ჰყავდათ მიყვანილი, ბავშვებს ეფარებოდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა ჩხუბი შეწყდა და თამაში გაგრძელდა, მაგრამ მალე ინციდენტმა მოედანზე გადაინაცვლა: კუთხურის დროს „ბრაუნის” თავდამსხმელმა მარტინ მინადევინომ მცველ გუსტავა ტურაკას მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში, თავში წიხლი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

„ლოს ანდესმა” გაიმარჯვა 2:0.