ჭდე: ჰანს დიტერ ფლიკი

Home ჰანს დიტერ ფლიკი
 ახალი იმპულსი
ჩანაწერი

 ახალი იმპულსი

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოანლაპორტამ განმარტა, თუ რატომ გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩავი ერნანდესი. „მან გუნდი ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა, მოიგო ესპანეთის ისტორიული ჩემპიონობა და სუპერთასი. დატოვა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში ბევრ ტიტულს მოიგებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ახალი იმპულსი იყო საჭირო. ღირებული და პასუხისმგებლიანი მწვრთნელი ავირჩიეთ“, – თქვა ლაპორტამ. „ბარსელონას“ ახალი მთავარი...

ფლიკმა დიდები შეაფასა
ჩანაწერი

ფლიკმა დიდები შეაფასა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „პარი სენ-ჟერმენის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატისწინა მზადყოფნა შეაფასა. „ცხადია, ორივეს უმაღლესი ხარისხით შევაფასებდი. ნახეთ, როგორ ცეცხლს ანთებს მესი არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩებში. კრიშტიანუ? მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი თუ იტყვის, რომ ის პორტუგალიელების წამყვანი ფიგურა არ იქნება მუნდიალზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს...

ფლიკის რვიდან რვა
ჩანაწერი

ფლიკის რვიდან რვა

გერმანიამ ამხანაგურში 2:0 მოუგო ისრაელს. გოლები „ჩელსის“ ფეხბურთელებმა კაი ჰავერცმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. ვერნერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „თამაშის კუთხით, გერმანიის ნაკრებში უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე „ჩელსიში“. აქ მეტი მომენტი მექმნება“. ეს ჰანს-დიტერ ფლიკის მე-8 მატჩი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ყველა მოიგო. რვიდან რვა, ბურთების შეფარდება 33:2. მართალია, ფლიკის თავკაცობით გერმანელები საშუალო და...

გერმანიას ფლიკი გაწვრთნის
ჩანაწერი

გერმანიას ფლიკი გაწვრთნის

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკთან 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. 56 წლის ფლიკი გერმანიის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს. გერმანელთა მომავალი მწვრთნელი 2006-14 წლებში გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო და, შესაბამისად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორიც გახლავთ. თავად ლიოვი კი, ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების თავკაცის...

ფლიკის მუნდიალი და ევროპა
ჩანაწერი

ფლიკის მუნდიალი და ევროპა

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი პოსტიდან მიდის. ქვეყნის საფეხბურთო კავშირი მის შემცვლელად ჰანს დიტერ ფლიკს მოიაზრებს და მას უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. თუ ფლიკი დათანხმდება, ის ნაკრებს მსოფლიოს 2022 და ევროპის 2024 წლების ჩემპიონატებზე უხელმძღვანელებს. მისთვის განსაკუთრებული გამოცდა 2024 წლის ევროპირველობა იქნება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს. რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“,...

ვინ დანიშნავს ბაიერნის ახალ მწვრთნელს?
ჩანაწერი

ვინ დანიშნავს ბაიერნის ახალ მწვრთნელს?

„შპორტ ბილდის” ინფორმაციით, თუკი „ბაიერნი” ზაფხულში მწვრთნელ ჰანსი ფლიკს გაუშვებს, ახალი თავკაცის დანიშვნა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაევალება — კლუბში აღმასრულებელი შეფი რუმენიგეა. მაგრამ, არის მეორე საკითხიც: 65 წლის რუმენიგე „ბაიერნში” მხოლოდ 2021 წლის ბოლომდე რჩება, შემდეგ კი საქმეები 51 წლის ოლივერ კანმა უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი თავის ყველა ნაბიჯს ვეტერან მეკარესთან შეათანხმებს. საქმეები ხომ უნდა...

მოულოდნელობის ეფექტი
ჩანაწერი

მოულოდნელობის ეფექტი

რა მოხდა ასეთი ერთ დღეში? „ვოლფსბურგთან” თამაშის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე, „ბაიერნის” მწვრთნელ ჰანსი ფლიკს რომ ჰკითხეს, სამომავლოდ რა გაგმები გაქვთო, ასე უპასუხა: „ყველანი — მწვრთნელები თუ ფეხბურთელები — სამ მოახლოებულ თამაშზე ვართ მობილიზებულები („ვოლფსბურგი”, „ლევერკუზენი”, „მაინცი”), ამის შემდეგ კი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. ეს კვირა ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია”. და აი, დასრულდა თამაში. „რეკორდმაისტერმა” „ვოლფსბურგს” 3:2...

როგორ დამარცხდა გამარჯვებული ბაიერნი…
ჩანაწერი

როგორ დამარცხდა გამარჯვებული ბაიერნი…

ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია....

ფლიკი სალიჰამიჯიჩის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ფლიკი სალიჰამიჯიჩის წინააღმდეგ

„ბაიერნში” სერიოზული საკითხი წამოიჭრა — ჰანსი ფლიკის მომავალი. ვითარებას 56 წლის მწვრთნელისა და 44 წლის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ცუდი ურთიერთობა ამწვავებს. ამ ორ ადამიანს ერთად მუშაობა უჭირს და ბავარიულ კლუბში ამას ვეღარ მალავენ. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ გულშემატკივრის უმრავლესობა ფლიკის მხარესაა. გერმანული ფეხბურთის ვეტერანმა ლოთარ მათეუსმა „სქაის” საიტზე ბლოგი დაწერა, სადაც პირდაპირ თქვა,...

ჯამალის დღე!
ჩანაწერი

ჯამალის დღე!

ეს იყო ინგლისელი ჯამალ მუსიალას დღე. 17 წლისა და 363 დღის ნახევარმცველმა „ბაიერნისა” და „ლაციოს” შეხვედრაში გოლი გაიტანა (ვიდეო) და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბავარიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავი გამოიჩინა — მანამდე ეს რეკორდი 18 წლის და 60 დღის სამუელ კუფურს ეკუთვნოდა. მუსიალას ასისტენტობა ლეონ გორეცკამ გაუწია. ინგლისელმა დაახლოებით 16 მეტრიდან დაარტყა და შეხვედრის მეორე გოლი...