დღეს „ლივერპულს’’ ყოფილი კაპიტანი, 35 წლის ჯორდან ჰენდერსონი დაუპირისპირდება ― მან „ენფილდი’’ 2023 წელს დატოვა, ჯერ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ეტიფაქში’’, შემდეგ „აიაქსში’’ ბოლოს კი „ბრენტფორდში’’ გადავიდა. ჰენდერსონი ერთადერთი კაპიტანია, რომლის ხელშიც „ლივერპულმა’’ ექვსი სხვადასხვა ჯილდო მოიგო. ამ საღამოს სწორედ „ბრენტფორდი’’ და „ლივერპული’’ ხვდებიან ერთმანეთს. „წითლებმა’’ ოთხშაბათს სტუმრად მოუგეს „ფრანკფურტს’’ 5:1, რითაც ზედიზედ მეხუთე მარცხს გადაურჩნენ....
ჭდე: ჯორდან ჰენდერსონი
საუდეთი უკვე მობეზრდათ…
„აიაქსის“ მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდური „ალ-იტიფაკისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერის თაობაზე. „სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰენდერსონთან. მას ჯერ კიდევ სჭირდება საუდის არაბეთში გარკვეული საქმეების მოგვარება. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო ამ ტიპის მოთამაშეების გამოყენება. ამით პარტნიორებიც ისარგებლებდნენ, – თქვა ვანტ სხიპმა. შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონი...
თითქმის ალ იტიფაკში…
„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, ძალიან ახლოსაა საუდის არაბეთის „ალ იტიფაკში“ გადასვლასთან. წყაროს ცნობით, 26 ივლისის დილის მდგომარეობით, კლუბებს შორის გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია. ჰენდერსონი მალე გადავა „ალ იტიფაკში“, რომელსაც მისი ყოფილი ლივერპულელი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდელები მერსისაიდელებთან შეთანხმდნენ 33 წლის ნახევარმცველის 14 მილიონ ევროდ შეძენაზე. ჰენდერსონმა „ალ-იტიფაკთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა...
მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ
ბოლო წლებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ბარე ორის გამოჩენას არ მოჰყოლია ისეთი ხმაური და მოლოდინი, როგორიც ჯუდ ბილინგემის გამოჩენას მოჰყვა. ის 18 წლისაა, მაგრამ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ. „დორტმუნდში“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა; გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი ანდო. ბილინგემი ბირმინგემთან ახლოს, სტაურბრიჯში დაიბადა. გასულ კვირას მას Goal’s 2022 NXGN ჯილდო გადასცეს — მსოფლიოს 50 თინეიჯერი ფეხბურთელის სიას...
სალაჰი კლოპთან რჩება
მთავარი მწვრთნელის ქარიზმა ზოგჯერ ყველაზე გაქნილი აგენტების გარჯაზე მეტია. ინგლისური „ლივერპული“ აგრძელებს გუნდის ხერხემლის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული იურგენ კლოპი, რომელსაც ტრიუმფატორთა შემადგენლობის დაკარგვა არ სურს. უკვე გაფორმებულია ახალი კონტრაქტი ვირჯილ ვან დაიკთან. შეთანხმებულია და ხელმოწერასღა ელის კონტრაქტი გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონთან. ახლა მოჰამედ სალაჰის რიგია. მან უკვე თქვა თანხმობა, გაახანგრძლივოს 2023 წლამდე...
კლოპი: ძველი უმჯობეს არს
„ლივერპული“ და ჯორდან ჰენდერსონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი 3+1 სისტემით იქნება შედგენილი, ერთწლიანი გაგრძელება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჰენდერსონი პირველი სამი წლის განმავლობაში. ახალი კონტრაქტით კაპიტნის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანი გრძელდებოდა და ისიც ითქვა, ჩიხში შევიდაო. გადამწყვეტი სიტყვა იურგენ...
თამაში, რომელიც არ უნდოდათ
ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის წინ, ბოლო მოსამზადებელი თამაში, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების მიერ სტუმრად (2:1) დამარცხებულ რუმინეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მარკუს რეშფორდმა პენალტით გაიტანა. 23 წლის და 218 დღის რეშფორდი ისტორიის წიგნში შევიდა. ახლა ის არის ინგლისელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. აქამდე მაიკლ ოუენი იყო, რომელმაც გუნდს პირველად 2003-ში სლოვაკეთთან უკაპიტნა. ორივე რეკორდი მიდლსბროში,...
ჰენდოს და ჰარის ამბავი
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, გარეთ საუთგეიტი პრობლემის წინაშე დგას — ინგლისის ნაკრებში ტრავმიანობაა. გაჩნდა შიში, რომ ჯორდან ჰენდერსონმა და ჰარი მაგუაირმა შეიძლება მთელი ევრო 2020 გამოტოვონ. დასრულდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ოცნებაც — ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) ბარძაყი იტკინა და შინ უნდა დაბრუნდეს. მის შემცვლელს საუთგეიტი კვირას, საქართველოს მიერ 2:1 დამარცხებულ რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ...
ჰენდერსონი ევროს, ლივერპული კი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მას გამოჯანმრთელებისა არაფერი ეტყობა. ვარჯიშის განახლებამდე შესაძლოა კვირები იყოს წინ. ინგლისის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატს ხორვატიასთან მატჩით 44 დღეში იწყებს. კლოპმა თქვა: „სანამ ჰენდერსონი ვარჯიშს შეუდგება, ჯერ ბევრი ეტაპია გასავლელი. მწყობრში ჩადგომამდე შორი გზაა”. „ლივერპული” სეზონის ბოლო მატჩს 23 მაისს „კრისტალ...
გულშემატკივრის დიდი გამარჯვება!
ეს იყო გულშემატკივრების დიდი გამარჯვება: სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა! ხმა პირველებმა „ჩელსის” ფანებმა აიმაღლეს, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის” წინ შეიკრიბნენ. დასავლეთლონდონელებს „მანჩესტერ სიტი” აჰყვა. ორიოდ საათში ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის დატოვებას აპირებდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული” და „არსენალი”. ამასობაში, პრემიერლიგის ოფისში მიმდინარეობდა ჩამოთვლილი კლუბების შეფების შეკრება. იმავდროულად, დანარჩენმა თოთხმეტმა კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა „აჯანყებულთა...









