ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი პაბში ანუ ჩვენებურად ლუდხანაში ამტყდარი ჩხუბის მიზეზი გახდა. ჩხუბში თურმე ბევრნი მონაწილეობდნენ. ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორეს — მობილური დაულეწეს. ახლა ჩხუბის მიზეზის შესახებ: კვირა საღამოს პიკფორდი და მისი რამდენიმე მეგობარი სამხრეთ ტაინსაიდის სოფელ ისტ ბოლდონის ერთ-ერთ პაბში შევიდნენ. სამხრეთ ტაინსაიდი ინგლისის ის ნაწილია, სადაც ახლოსაა ქალაქები სანდერლენდი და ნიუკასლი. პიკფორდი...
Tag: ჯორდან პიკფორდი
შიკის გოლი და სხვა საუკეთსოები
ევრო 2020-ზე საუკეთესო გოლის ავტორად პატრიკ შიკი დაასახელეს. ჩეხმა თავდამსხმელმა შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოენდნის შუიდან გაიტანა. შიკის გუნდი უკვე იგებდა 1:0-ს, როდესაც „ლევერკუზენის” მოთამაშემ 45,4 მეტრიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე დევიდ მარშალს, რომელსაც უკან თავქუდმოგლეჯილმა გაქცევამ ვეღარ უშველა. ამ გოლმა სქოთები მორალურად გატეხა და შეხვედრა დასრულდა კიდეც 2:0. მეორე გოლად დაასახელეს ფრანგი პოლ პოგბას...
უემბლიდან პირდაპირ ლას ვეგასში
თუ ხვალ ევრო 2020-ის ფინალში გაიმარჯვებენ, ინგლისელი ვარსკვლავები ლას ვეგასში აიწყვეტენ. „ლხინის ჭიას” ჯეკ გრილიშსა და მეკარე ჯორდან პიკფორდს ბიჭების აყოლიება ჰქონიათ გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, გრილიშსა და პიკფორდს „კაზინოთა მექაში” მიჰყვებიან მეისონ მაუნტი, დეკლან რაისი, და ბენ ჩილუელი. ლას ვეგასისკენ გეზი უჭირავს გრილიშის ძმაკაცს, „ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მედისონსაც. მათ, ამ წლის დასაწყისში უკვე მოასწრეს...
ინგლისის კარში ფსიქოლოგიური პრობლემა დგას
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეშფოთება გამოთქვა — მას მეკარე ჯორდან პიკფორდი მხნედ სჭირდება, ის კი მერსისაიდულ დერბიში ლივერპულელ ვირჯილ ვან დაიკთან დაჯახების შემდეგ შესაძლოა ცოტა შემკრთალია. მოგეხსენებათ, იწყება სანაკრებო თამაშების პერიოდი. ინგლისელებს სამი შეხვედრა ელით, ირლანდიასთან, ბელგიასა და ისლანდიასთან. საუთგეიტი კი ამბობს, რომ პიკფორდი მისთვის ნომერ პირველია, რომლის სრულყოფილი შემცვლელიც ინგლისში ჯერჯერობით არ ჩანს....
რვა ან ცხრა თვეო
მერსისაიდულ დერბიში „ევერტონის” მეკარესთან ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შედეგად, „ლივერპულის” ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს. თამაში, რომელიც 2:2 დამთავრდა 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც „წითლების” სუპერვარსკვლავი ძლიერად შეასკდა მეტოქის გოლკიპერს. ის შაბათსვე წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ვან დაიკმა მუხლის მყესები დაიზიანა. მაშინვე ითქვა, რომ მცველს...
შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!
კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1. არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან...
ლივერპულის უცნაური გოლი (ვიდეო)
პრემიერლიგის მე-14 ტურში მერსისაიდური დერბი ანუ „ლივერპულისა” და „ევერტონის” შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი ალბათ არ იყო, მაგრამ ყველაზე კურიოზული გოლი, თან „პრემიერლიგურად”, მსაჯის წამატებული დროის თითქმის ბოლო წამზე, სწორედ აქ გავიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისის ჩემპიონატი რაგინდ გადაივსოს უცხოელი ფეხბურთელებით, თავის ეშხსა და თვისებებს არ კარგავს. ანგარიში 0:0 იყო, როდესაც საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან ...






