ჭდე: ჯან პიერო გასპერინი

Home ჯან პიერო გასპერინი
ნაპოლის მწვრთნელის ვინაობა დღეს-ხვალ გვეცოდინება
ჩანაწერი

ნაპოლის მწვრთნელის ვინაობა დღეს-ხვალ გვეცოდინება

ნეაპოლური და ზოგადიტალიური საიტები ერთხმად წერენ, რომ „ნაპოლი” ახალი მწვრთნელის ვინაობას დღეს-ხვალ გამოაცხადებს. ტელეკომპანია „სქაის” ინფორმაციით მას მერე, რაც „ატალანტამ” ევროპის ლიგა მოიგო და გაუგებარი გახდა ჯან პიერო გასპერინი კლუბს დატოვებს თუ არა, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეზე გადაერთო. „ტოტენჰემის”, „ინტერის”, „ჩელსის”, „იუვენტუსის” და სხვა კლუბების, აგრეთვე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ახლა მოწინავე პოზიციაზეა. რამდენიმე კვირის...

ქალღმერთების და გასპერინის წყალობით
ჩანაწერი

ქალღმერთების და გასპერინის წყალობით

„ატალანტამ”, როგორც იტალიურ მედიაში ამოვიკითხეთ, ქალღმერთების დახმარებით 3:0 გაანადგურა „ლევერკუზენი” და უეფას ევროლიგა მოიგო. ეს გახლდათ გერმანული გუნდის პირველი მარცხი 51-თამაშიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. ტრიუმფის მერე „ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლა უსაფუძვლო ჭორია და მეტი არაფერი. „გიჟური მატჩი იყო. დაუჯერებელი რაღაც მოხდა....

ჩემი ცოლის დაქალები
ჩანაწერი

ჩემი ცოლის დაქალები

„ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მომავალ მწვრთნელად ანტონიო კონტე რომ უნდა საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, თუმცა ბუნებრივია, რომ ბიზნესმენი თავს იზღვევს და ცდილობს კონტეს უარის შემთხვევაში სხვა კანდიდატი ჰყავდეს მზად. როგორც „სქაი სპორტის” ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო თავის ოფიციალურ პორტალში წერს, დე ლაურენტისსა და კონტეს შორის ეკონომიკური ხასიათის მოლაპარაკება ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვაჭრობა გრძელდება, თუმცა...

როგორი ნაპოლი ეყოლება გასპერინის?
ჩანაწერი

როგორი ნაპოლი ეყოლება გასპერინის?

არ ცხრება ლაპარაკი იმის შესახებ, თუ ვინ გახდება „ნაპოლის” მწვრთნელი მომავალ სეზონში. კლუბის მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის სასურველი კადიდატი ანტონიო კონტეა, მაგრამ პრობლემას მისი მაღალი რეიტინგი ქმნის: როგორც ამბობენ, თავად კონტე ითხოვს იმაზე დიდ ხელფასს, ვიდრე დე ლაურენტისი სთავაზობს და გარდა ამისა იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის სამსახურში აყვანა სხვა, სავარაუდოდ „ნაპოლიზე” დიდ კლუბებსაც სურთ. ამიტომ,...

გასპერინიმ ნაპოლი არ ახსენა
ჩანაწერი

გასპერინიმ ნაპოლი არ ახსენა

დღეს სერია A-ს მეორე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” „ატალანტას” მასპინძლობს. „ფროზინონემ” პირველ შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:3 წააგო, ბერგამოელებმა კი სტუმრად „სასუოლოს” მოუგეს 2:0. ეს ის „სასუოლოა”, რომელიც ხვალ „დიეგო მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ეთამაშება. „ფროზინონესა” და „ატალანტას” შეხვედრის წინ, პრეს კონფერენციაზე, ბერგამოს გუნდის მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, რომ „ატალანტას” მონდომებულ მეტოქესთან ელის დაპირისპირება, რომელიც სერია...

დე ლაურენტისის სია
ჩანაწერი

დე ლაურენტისის სია

„ნაპოლის” გულშემატკივრები დღითიდღე რწმუნდებიან, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს ტოვებს. ამ თემას „ლა რეპუბლიკაც” გამოეხმაურა. გაზეთმა დაწერა, რომ „პარტენოპეელთა” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელთა სია შეადგინა, რომელშიც საბოლოოდ ხუთი კანდიდატი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკეც ყოფილა. რომაულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა დაწერა: „დე ლაურენტისის სიაში უცხოელი მწვრთნელებიც შედიან. აქ, იულიან ნაგელსმანის გარდა ყურადღებას...

დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს
ჩანაწერი

დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს

ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი”… თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერი ისმის. მეტიც, ბოლო ინფორმაცია უფრო გზათა გაყრის მომასწავებელია. „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და მწვრთნელის ბიზნეს-სადილზე სპალეტიმ დრო ითხოვა. უფრო სწორად მან დრო მოიგო, რადგან ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთი წლით, კლუბის სურვილისამებრ გაგრძელება არ უნდოდა. ამბობენ, რომ ტოსკანელს არც ის მოეწონა, რომ...

ატალანტა – როგორ არიან უკრაინელი და რუსი?
ჩანაწერი

ატალანტა – როგორ არიან უკრაინელი და რუსი?

ბერგამოს „ატალანტა“ რომ მაგარი და უხვგოლიანი გუნდია, ეს ცნობილი ამბავია. „ატალანტაში“ უკრაინელიც თამაშობს და რუსიც: რუსლან მალინოვსკი და ალექსეი მირანჩუკი. როგორაა მათი ურთიერთობა ამ ომის დროს? „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ისაუბრა… „რასაც მალინოვსკი აკეთებს, მართლაც გულისამაჩუყებელია. მეუღლესთან ერთად ყველაფერზე მიდის ხალხის დასახმარებლად. ამ ომმა ჩვენი კლუბი შეაწუხა. მაგალითად, ჩემთვის ეს უფრო შოკისმომგვრელი თემაა, ვიდრე...

მანჩინიმ წერტილი დასვა
ჩანაწერი

მანჩინიმ წერტილი დასვა

იტალიის ნაკრების დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები. ვაპირებ, საკლუბო მწვრთნელის რანგში გავაგრძელო კარიერა. ვინ შეიძლება ჩაიბაროს ნაკრები? შესაძლოა, ანჩელოტიმ, ალეგრიმ ან გასპერინიმ ითავონ ეს საქმე.” მანჩინიმ 2018 წელს ჩაიბარა ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ათიდან ათი მოგებით დაასრულა. ჯამში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 21-მატჩიანი...

გოლზე დაგეშილი
ჩანაწერი

გოლზე დაგეშილი

იტალური „ატალანტა“ ძალიან მაგარ ფორმაშია და ასეთივე ფეხბურთს თამაშობს. ჯან პიერო გასპერინის გუნდს კარანტინის შემდეგ წაგება არ აქვს – რვა შეხვედრიდან შვიდი მოიგო და მხოლოდ ტურინის „იუვენტუსთან“ (2:2) ითამაშა ფრედ. აღსანიშნავია, რომ ტურინელებისგან ორივე გოლი პენალტით გაუშვა. ბოლოს ბერგამოელებმა სერია A-ს აუტსაიდერი „ბრეშა“ გაანადგურეს – 6:2. მიმდინარე ჩემპიონატში „ატალანტას“ უკვე 93 გოლი აქვს გატანილი. XXI-ე...