ჭდე: ქართველები საბჭოთა ნაკრებში

Home ქართველები საბჭოთა ნაკრებში
ჩანაწერი

მარჯვნივ და მარჯვნივ

ქართული ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შემოინახა. ბევრი დიდი ფეხბურთელის, რამდენიმე დიდი გუნდის სახელი, მაგრამ თუკი ფეხბურთში ყველაზე მაღლა მისი უდიდებულესობა შედეგი დგას, ყველაზე დიდი „დინამო“ 1975-81 წლების „დინამოა“. და როცა ამ „დინამოზე“ ვლაპარაკობთ გვერდს ვერაფრით ავუვლით თამაზ კოსტავას — ფეხბურთელს, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად ზიდა უმძიმესი, ზოგჯერ გაუსაძლისი ტვირთიც კი და ამ ტვირთის ტარება,...

მთავარი თემა
ჩანაწერი

მთავარი თემა

ეს ამბავი კარგა თხუთმეტი წლის წინ მოხდა გაგრაში. შავიზღვისპირეთში წინასასეზონო სამზადისისთვის ჩასული მოსკოვის „დინამო” გაგრის ნაკრებთან ამხანაგურს მართავდა. ადგილობრივ გუნდში ახალგაზრდებთან ერთად სამი თმაშეთხელებული, ჭარმაგი კაცი თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. ტრიბუნები განსაკუთრებით ერთ-ერთ ძიაკაცს ქომაგობდნენ. მერე სწორედ ეს ძიაკაცი მოსკოველ მცველთან ორთაბრძოლაში ჩაება. საკმარისი იყო მოეტყუებინა მცველი და მეკარე პილგუისთან ერთი ერთზე დარჩებოდა. ამაოდ იბრძოლა...

ამბავი ოქროს პასისა
ჩანაწერი

ამბავი ოქროს პასისა

ფეხბურთი შექმნის დღიდან ვითარდება და ვითარდება. თუმცა უკანასკნელ წლებში ამ მილიონების თამაშში ბევრი სიახლე აღარავის შეუტანია. ბოლო „აღმოჩენად” შეიძლება მსოფლიოს წამყვან გუნდებში ეგრეთ წოდებული კულუარის მოთამაშეების გამოჩენა ჩაითვალოს. ეს ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება ევალებათ. ისინი ძირითადად მცველები არიან, ხოლო როცა მათი გუნდი შეტევაზე გადადის, ეს განაპირა მცველები გარემაბებად გარდაიქმნებიან და მეტოქის კართანაც...

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი
ჩანაწერი

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი

გივი ჩოხელმა ძალიან ადრე, 26 წლისამ დატოვა დიდი ფეხბურთი, მაგრამ მის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩა. თელაველი ჭაბუკის გამოჩენა თბილისის „დინამოში” მოულოდნელი იყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდს უფრო დასავლეთ საქართველოს რგონები კვებავდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელებით და კახეთიდან ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენას არავინ ელოდა. გივი ჩოხელმა თამაში თელავში დაიწყო და 1956 წელს,...

დიდი კაცი
ჩანაწერი

დიდი კაცი

მე არ მახსოვს მურთაზ ხურცილავას ფეხბურთი. მიყურებია კი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში და ტელევიზორში ნანახით ფეხბურთელზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი. ჩემს მეხსიერებას მურთაზ ხურცილავას ფეხბურთიდან საზეიმო გაცილება შემორჩა ბუნდოვნად — ითამაშეს „დინამომ“ და სსრკ ნაკრებმა, მერე სხვა ფეხბურთელებმა ხურცილავა მხრებზე შეისვეს და ტრადიციულად გაიყვანეს მოედნიდან. ეს არის და ეს, მინდორზე სხვაგვარი მურთაზ ხურცილავა მე არ...

თანამედროვე
ჩანაწერი

თანამედროვე

ზამთარში ადრე ღამდება ხოლმე და მაშინაც ადრე დაღამდა. ცუდი დრო იყო, ცუდი ამინდი, ცუდი საათი. სეზონი დამთავრებული იყო. გზა არ ვარგოდა და როდის ვარგა გზა საქართველოში? ასიათასობით ადამიანი გადის და გამოდის იმ გზაზე ყოველწლიურად. მდინარეც იქვეა – რაც ქვეყანა არსებობს, მდინარე და გზა გვერდიგვერდაა. ნაცნობი, მარადიული სურათი. რამდენჯერაც გაივლი იმ ჩვეულებრივ გადაცვეთილ ადგილას, ყოველთვის გაგახსენდება....

ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი
ჩანაწერი

ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი

ალბათ, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რითი იწყება შენი გულშემატკივრობა, ვის ხედავ მოედანზე, როდესაც გულში ფეხბურთის სიყვარული ჩაგივარდება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები ხომ ყველაზე ძლიერია და მთელი ცხოვრება გაგყვება. ამიტომაც ბედნიერებაა, როცა შენი პირველი აღქმა ფეხბურთისა შენი საყვარელი გუნდის აღმავლობას ემთხვევა და მოედანზე ისეთი ვარსკვლავები გხვდება, რომლებიც სამუდამოდ შეგაყვარებენ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას. ქართულ ფეხბურთში ასეთები ყოველთვის იყვნენ...

გოლი, ნოდიას გოლი
ჩანაწერი

გოლი, ნოდიას გოლი

ძნელია, წერო ადამიანზე, რომელსაც თითქმის შენი ასაკის ტოლი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის თამაში არ გინახავს და შთაბეჭდილებას მხოლოდ მასზე წაკითხული და გაგონილი გიქმნის. მას ერთხელ უთქვამს, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის იქნება, თუკი მომავალ თაობებს გივი ნოდიას შესახებ რამე ეცოდინებათო. იციან, ბატონო გივი, მართლა იციან! სპორტს აქვს ერთი საუცხოო თვისება. იგი აფთიაქარის სიზუსტით აღნუსხავს როგორც...

დიდი მეათე ნომერი
ჩანაწერი

დიდი მეათე ნომერი

…მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ… …ის დაუცხრილავთ… მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ… იმის მეზობელი კაიფში გაპარულა… ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი „ტრუპი აქვს აკიდებული”… პურის რიგში ვიღაცამ ვიღაცას დაახალა… და გადამალა გონებამ ის, რაც ადრე უმთავრესი...

ოფიცერი
ჩანაწერი

ოფიცერი

…ჩემი მეზობლის დიდი ბებია, ანუ ბებიის დედა ოდესღაც სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა. ეს ქალბატონი, ძველ მიქელაძეთა შთამომავალი, მგონი ოთხმოცი წლისა იყო, ან სულაც ასისა. ჩემს მახსოვრობაში სახლიდან არ გამოდიოდა, დიდ ლოჯიაში იჯდა სავარძელში, ხუთი-ექვსი სათვალე ელაგა მუხლებზე და ქსოვდა. ამ ქალბატონს მრავალი რამ გადაეტანა, კომუნიზმის შენების მიზეზით დაეკარგა მამა, ძმები, ქმარი… თავად ყაზახეთში ეცხოვრა...