„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის....
ჭდე: ფულემი
პოგბამ იუნაიტედი სათავეში დააბრუნა
„მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის სათავეში დაბრუნდა, „ფულემს” მოუგო 2:1. თავიდან აგებდა, მაგრამ ჯერ გაქვითა, 65-ე წუთზე კი ფრანგმა პოლ პოგბამ ისეთი გოლი გაიტანა, თქვენი მოწონებული. გოლს თავად 27 წლის ნახევარმცველმაც კი მშვენიერი უწოდა. „კრეივენ კოტეჯზე” გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედი” თანაქალაქელ „სიტის” 2 ქულით უსწრებს, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ფულემის” კარში შეგდებული გოლი პოგბასთვის ბოლო სამ...
ეს არის მსოფლიოს საუკეთესო ლიგა?
მოგეხსენებათ, 30 დეკემბერს, კორონავირუსის გამო, პრემიერლიგამ ლონდონის გუნდების, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ფულემის” შეხვედრა გადადო. თარიღი დასაზუსტებელია. ეს გახლდათ მესამე მატჩი, რომლის ჩატარებაც მიმდინარე სეზონში covid 19-ის მიზეზით გადავადდა. „სფურზის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ კი უკმაყოფილება არ დამალა. მას არ მოეწონა რამდენი ხანი აყურყუტეს მისი ფეხბურთელები, სანამ გამოუცხადებდნენ, რომ თამაში აღარ შედგებოდა. მოურინიუმ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო,...
რანიერის სპორტი აერია
სულ ერთი თამაშია, რაც „რომაში” კლაუდიო რანიერი დაბრუნდა. იტალიელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად უფრო იცნობენ როგორც კაცს, რომელმაც „ლესტერი” პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა, 8 წელიწადია რაც „ჯალოროსისთან” გაყრილი იყო. „სტადიო ოლიმპიკოზე” მისი კონტრაქტი ჯერჯერობით დროებითია, სეზონის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე იქ წერია, რომ თუ მხარეები საცდელი პერიოდით კმაყოფილები დარჩებიან, ხელშეკრულება შეიძლება გახანგრძლივდეს. „რომამდე”...
შურლე გერმანიიდან გაიქცა
ანდრე შურლე ბედნიერია „დორტმუნდიდან” „ფულემში” უფრო სწორად კი ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა. გერმანიაში გაჩერება აღარ მინდოდაო. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარემოს გამოცვლას ეშურებოდა. „გერმანიიდან გაღწევა მსურდა. მინდოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო წყნარი და მშვიდობიანი გარემო მომეძებნა, — უთხრა „მაინცის”, „ლევერკუზენის”, „ჩელსის”, „ვოლფსბურგის” და „დორტმუნდის” ყოფილმა მოთამაშემ „სქაი სპორტს” და დასძინა, — „ფულემი” ჩემი შეძენით...




