თითქმის გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა: „ბარსელონა“ ზაფხულში ფრანკ კესიეს შეიძენს. უფრო სწორად, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანს. კესიე კოტდივუარელია, „მილანში“ თამაშობს, ნახევარმცველი გახლავთ. „ბარსას“ კი ამ პოზიციაზე კიდევ სჭირდება გაძლიერება და ეტყობა, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად სურთ. ბუსკეტსი უკვე ასაკშია და რეგულარულად ძლიერად თამაში უჭირს. ითქვა, რომ ჩავი პირადად ესაუბრა კესიეს და შეუთანხმდა კიდეც.
Tag: ფრანკ კესიე
Post
ტიაგო კესიეში გავცვალოთო
„ლივერპულის“ ვარსკვლავი ტიაგო ალკანტარა შეიძლება „ენფილდ როუდიდან“ წავიდეს. 30 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა იურგენ კლოპის გუნდსა და ტაქტიკას ფეხი ვერ აუწყო, რის შესახებაც გერმანელი ვეტერანი დიტმარ ჰამანი თავის ბლოგში მხარეებს ჯერ კიდევ როდის აფრთხილებდა. მერსისადიზე თამაშის პერიოდში ტიაგო მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის. იტალიური წყაროების თანახმად ალკანტარა, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მაზინიოს ვაჟია, იანვარში შეიძლება...

