Breaking News

ფილიპე კოუტინიუ

არ მოგწონთ კოუტინიო?

სტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს? ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა. კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ). ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის…

Read more

ჯერარდი ვეღარ ჩერდება

სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის…

Read more

კოუტინიუს ჯადოსნური დაბრუნება

როდესაც ფილიპე კოუტინიუ „ლივერპულში“ ჯადოქრობდა, იურგენ კლოპი დღეს არ აცდენდა მასზე აღმატებით ხარისხში რომ არ ელაპარაკა. შემდეგ ბრაზილიელმა ინგლისი დატოვა და „ბარსელონაში“ გადაბარგდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. გამოსავლის ძიებაში კატალონიელებმა ის ერთი წლით „ბაიერნში“ გაუშვეს იჯარით, შემდეგ ისევ დაიბრუნეს, მაგრამ ვაგლახ. და აი, მორიგი იჯარა — კოუტინიუ „ასტონ ვილაში“ გადაბარგდა და მას კვლავ მოუხდა ბრიტანული…

Read more

ბარსელონას კორონამ ტიკი-ტაკა ჩაუტარა

კორონავირუსმა დიდი კლუბი და დანდობა არ იცის — დაავადება „ბარსელონას“ კიდევ სამ ფეხბურთელს შეეყარა. ახლა, „ბლაუგრანაში“ სულ 10 ინფიცირებულია. სამნი, რომლებიც ადრე დაავადებულებს მიემატნენ არიან სერჟინიო დესტი, ფილიპე კოუტინიუ და ეზ აბდე. შეგახსენებთ, რომ კვირას „ბარსელონას“ მალიორკაზე აქვს თამაში. კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ სამივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და შინ არის, თვითიზოლაციაში….

Read more

ვინ იქნება ბარსას ათიანი?

ახალ სეზონში „ბარსელონას“ ათნომრიანი ფეხბურთელი არ ეყოლება. სიცარიელე, რომელიც  კატალონიის დედაქალაქში ლეო მესის წასვლამ დატოვა, მაისურიდან რიცხვის გაქრობითაც  გახდება შესაგრძნობი.  თავიდან იყო ლაპარაკი, რომ მეათე ნომერს ფილიპე კოუტინიუს მისცემდნენ, მაგრამ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ათიანი საერთოდ ხელუხლებელი დატოვონ. თუმცა, „ბარსა“ ვერ გამოაცხადებს, რომ მის გუნდში ამიერიდან ათნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს…

Read more

ოღონდ კოუტინიო წაიყვანეთ

როგორც იტალიური Corriere dello Sport იუწყება, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიომ დამდეგი სეზონი რომის “ლაციოში” გაატაროს. შეთავაზება თავად “ბარსელონასგან” მოდის, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი იჯარით გაუშვას და ხელფასის სოლიდური ნაწილიც თავად იხადოს. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2018 წელს “ლივერპულიდან” 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გუნდის სქემას ვეღარ ერგება და…

Read more

კოუტინიუ. ბარსა თუ სფურზი?

29 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ 2013-18 წლებში „ლივერპულში“ ბრწყინვალედ თამაშობდა, შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადავიდა და… ხელი მოეცარა. ესპანური მედიის ცნობით, ახლა ის შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ თავდამსხმელის ყიდვა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სურს. „ტოტენჰემს“ კოუტინიუს შესაძენი ფული შეიძლება ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელის ჰარი კეინის „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდვით გამოუჩნდეს. ჩრდილო ლონდონელები კეინის სანაცვლოდ 160 მილიონ გირვანქას…

Read more

მესი და ბარსელონა შეთანხმდნენ

კატალონიურმა „სპორტმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ საერთო ენა გამონახეს. მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს 2026 წლამდე. ფეხბურთელმა ხელფასის ნახევარი დაიკლო. ამ ამბავს ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ. „სპორტი“ სიამაყით წერს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა. არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ძველი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს გაუვიდა. გარშემო ყველა ახალ შეთანხმებას ელოდა, გამოცემა კი დაბეჯითებით აცხადებდა,…

Read more

ბარსელონა დამთავრდა

ფილიპე კოუტინიუს „ბარსელონაში” თამაშის შანსი აღარ აქვს. კლუბის სპორტულმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, რომ მას მომავალ სეზონში აღარ დაიტოვებენ. რაც კატალონიის დედაქალაქში გადავიდა, ბრაზილიელი მოსალოდნელზე გაცილებით ცუდად თამაშობს და მდგომარეობას ტრავმაც ამძიმებს. არადა, მის სანაცვლოდ, 2018 წლის იანვარში, „ლივერპულისთვის” 120 მილიონი ევროა გადახდილი, რომელიც შედეგებიდან გამომდინარე შეიძლებოდა 140 მილიონამდე გაზრდილიყო. კოუტინიუ რომ კარგად თამაშს ვეღარ შეძლებს, „ბარსაში”…

Read more

კოუტინიო არავის გინდათ?

„ბარსელონას“ ბოსებს დიდი სურვილი ჰქონდათ, პორტუგალიელი ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულსვე გაეყიდათ, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელის მსურველი კლუბი არ ჩანს. კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წელს „ლივერპულიდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა და ბონუსების ხარჯზე თანხა შეიძლებოდა 160 მილიონამდე გაზრდილიყო. ახლა „ბარსელონა“ 50 მილიონზეც თანახმაა – სწორედ ამდენი დარჩა „ლივერპულისთვის“ გადასახდელი იმ ტრანსფერიდან. პანდემიამ და ფინანსურმა კრიზისმა კი პორტუგალიელი…

Read more

მესამე ოპერაცია?

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ანსუ ფატი შესაძლოა მესამედ დააწვინონ საოპერაციო მაგიდაზე — თავდამსხმელის გამოჯანმრთელების საქმე კარგად ვერ მიდის. ფატის მენისკის პრობლემა აქვს. ანსუს შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. მანამდე კი ყველაფერი შეიძლება მოისმინოთ, დაწყებული იმით, რომ ფატი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს…

Read more
No image

ბარსელონამ კოუტინიუ ვერ ამოხსნა

ფილიპე კოუტინიუს ყიდვა „ბარსელონასთვის“ ნამდვილ მათემატიკურ და ეკონომიკურ თავსატეხად გადაიქცა. ჯერ იყო და ბრაზილიელში 160 მილიონი ევრო გადაიხადა, ამასთან,  „ლივერპულთან“ ისეთი გარიგება დადო, რომ ფულის გადახდას ვერ აუდის. გეხსომებათ, ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის შესაბამისადაც კოუტინიუ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „ბარსელონა“ მერსისაიდელებს 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა. კოუტინიუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით, სადაც „ბარსამ“…

Read more

ფლიკის საფიქრალი და იმედი

ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო. სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს. 24 წლის გარემარბს უპირველეს…

Read more

კოუტინიუს ქალაქელები ეპატიჟებიან

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიუ, ვინც იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, კლუბს შეიცვლის. საქმე ის არის, რომ მიუნხენური კლუბი ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ გეგმავს. კოუტინიუ მაინცდამაინც არც თავად „ბარსელონას“ სურს და, შესაძლოა, ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს. ნისლიან ალბიონზე 28 წლის ბრაზილიელს „ლივერპულში“ აქვთ ნათამაშევი, სადაც გუნდის ლიდერი იყო. ამჯერად მას ასევე კარგად ნაცნობი პეპ…

Read more

კოუტინიუსთვის ბაიერნი დამთავრდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიუმ მარჯვენა ფეხის ტერფზე ოპერაცია 24 აპრილს გაიკეთა. წინასწარი პროგნოზით, ფეხბურთელი ბუნდესლიგის განახლებას სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტრავმა გართულდა. ექიმების თქმით, სარეაბილიტაციო კურსი ექვსიდან რვა კვირამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში კოუტინიუ „რეკორდმაისტერს“ ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ კოუტინიუს კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, გერმანელებთან საიჯარო ხელშეკრულებას კი სეზონის ბოლოს…

Read more

ბარსას ბედს პოჩეტინო გადაწყვეტს

კატალონიური “ბარსელონა” დამდეგ ზაფხულს შემადგენლობის ტოპ-ფეხბურთელებით გაძლიერებას გეგმავს. მათი უპირველესი სამიზნე პსჟ-ის ლიდერი ნეიმარი და მილანის “ინტერის” ლაუტარო მარტინესი არიან. პრობლემა ისაა, რომ ამათგან თითოეული 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. სურვილის დაკმაყოფილებას “ბარსა” მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში შეძლებს. მათ შორის კი ყველაზე მსუყე ლუკმა 80 მილიონ ევროდ შეფასებული ფილიპე კოუტინიოა. და რა კავშირი აქვს…

Read more

ბარსამ გრიზმანი გააიაფა

კატალონიური „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის გაძლერებას კი გეგმავს, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ამის გაკეთებას მინიმალური დანახარჯით აპირებს. პირველ ყოვლისა, ტრანსფერზე დააყენებენ ფელიპე კოუტინიუს, რომელის ამჟამად იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია ანტუან გრიზმანის ბედიც. კლუბი მზადაა, მას 100 მილიონ ევროდ შეელიოს, არადა გასულ ზაფხულს კატალონოელებმა „ატლეტიკოს“ მასში 120 მილიონი გადაუხადეს. თუ გრიზმანის პირდაპირ გაყიდვა არ…

Read more

ნახევარფეხბურთელი

ზაფხულში, 27 წლის ბრაზილიელის ფილიპე კოუტინიუს „ბაიერნში” გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. „ალიანც არენაზე” მას იმედით შეეგებენ. კოუტინიუ „რეკორდმაისტერს” „ბარსელონამ” მიაქირავა, „ბარსამდე” კი თავდამსხმელი „ლივერპულში” გამოდიოდა, სადაც ბრწყინავდა. ჩემპიონთა ლიგაში, პირეუსის „ოლიმპიაკოსთან” ბავარიელთა 3:2 გამარჯვების შემდეგ, ვეტერანმა გერმანელმა დიტმარ ჰამანმა კოუტინიუ გააკრიტიკა. მან თქვა: „ჩემი აზრით, ის მიუნხენელთა გუნდში უცხო სხეულია. მე მის კარგად ნათამაშევს ვერ…

Read more

კოუტინიუ მიულერს ავიწროებს

„ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ „პადერბორნს” სტუმრად 3:2 მოუგო, რისთვისაც იმაზე მეტი წვალება მოუხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „რეკორდმაისტერის” გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფილიპე კოუტინიუმ შეიტანა. „ბარსელონასგან” იჯარით შეძენილმა ბრაზილიელმა პირველი გოლი სერჟ გნაბრის გაატანინა, მეორე თავად შეაგდო და მართალია, მესამეში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ბავარიელთა ფაქტობრივად ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო. ამრიგად, ბუნდესლიგის ბოლო ორ შეხვედრაში კოუტინიუმ ოთხ გოლში…

Read more

კოუტინიუ, ჩვარი თუ ვარსკვლავი?

მაშ ასე, „ბაიერნმა“ „ბარსელონასგან“ ფილიპე კოუტინიუ გადაიბირა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წლით. იჯარით. გასიად ამ დროს კი გერმანიის რეკორდმაისტერს საშუალება ექნება 120 მილიონ ევროდ მას ნაღდი კონტრაქტი გაუფორმოს. მიუნხენში ბრაზილიელის შეძენა ახარებთ, ესპანეთში კი მის მიერ „ბარსაში“ გატარებულ პერიოდს იხსენებენ და ერთგვაროვანი დასკვნის გაკეთება უჭირთ. კატალონიურმა გაზეთმა სპორტმა კოუტინიუს ანალიზი მიუძღვნა, სადაც თავიდან გაიხსენა, რომ როდესაც…

Read more

ეს ყველაფერი სპექტაკლია?

ფილიპე კოუტინიუ ბარსელონიდან მიუნხენის გზას დაადგა, მაგრამ „კამპ ნოუს“ თემებიდან ამ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი სულაც არ გახლავთ მთავარი — მთავარ ინტერესს სხვა ბრაზილიელი იპყრობს. გადავა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსაში“? — აი, რა აინტერესებს გულშემატკივარს ყველაზე მეტად. ცნობილი გახდა, რომ წინა კვირაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იყვნენ და ნეიმარის ტრანსფერის მოგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ გავლენიენი ფრანგული გაზეთი…

Read more

დალოცვილი იყავი… ბარსელონაში

იურგენ კლოპმა ESPN-ის ჟურნალისტებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ფილიპე კოუტინიუს „ლივერპულში” დაბრუნება გამორიცხულია. გერმანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში” უსურვა წარმატება. 27 წლის ფეხბურთელი „ენფილდ როუდიდან” „კამპ ნოუზე” 2018 წლის იანვარში 142 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ მასაც და კლუბსაც იმედი გაუცრუვდათ. ბრაზილიელმა „ბარსაში” ვერა და ვერ დაიმკვიდრა ვარსკვლავის შესაფერისი ადგილი. ოდესღაც მერსისაიდელთა ლიდერმა ვერც ბარსელონელი გულშემატკივრის გული…

Read more

რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?

2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ…

Read more

პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა

გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა. „კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის…

Read more

კოუტინიუ მანჩესტერში რეკავს

ფილიპე კოუტინიუ შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს, თან „ლივერპულის” დიდი მოქიშპის, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. ბრაზილიელი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში 164,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მაგრამ „კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა. გუშინ, „ბარსასა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრაში (3:1) „ბლაუგრანას” გულშემატკივარმა მას უსტვინა კიდეც. „ბარსელონაში” პიკე, მესი და სუარესი გამოირჩნენ, კოუტინიუ კი თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რაკიტიჩმა შეცვალა….

Read more

ლივერპულის და ბარსას პირობა

„მირორი” წერს, რომ „ლივერპულს” და „ბარსელონას” გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე” გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც ნაახალწლევს ტრანსფერი მაინც შედგა, Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით „წითლებმა” „ბარსელონას” პირობა დაადებინეს, რომ კოუტინიუს შეძენიდან სამი…

Read more

მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო

„გამპერის თასის” წინ ლიონელ მესიმ თქვა, რომ ამ სეზონში „ბარსელონა” ყველა ღონეს იხმარს რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. დღეს „ბლაუგრანა” იწყებს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. მატჩისწინა ინტერვიუში ფილიპე კოუტინიუმაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკა. კოუტინიუს კატალონიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსამ”, რომლის შემადგენლობაშიც არც მეტი არც ნაკლები მესი თამაშობს, ბოლო ხუთ…

Read more

კოუტინუ პელეა?

ძველი თაობის გულშემატკივარს ეხსომება შეკითხვა: მარადონა პელეა? ეს 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის ამბავია, როდესაც დიეგო დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში ყველა ახალშობილ ვარსკვლავს პელეს ადარებდნენ, რადგან ეტალონი ის იყო. და აი, გუშინ, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებთა თამაშის შემდეგ, რომელიც „სელესაომ” 2:0 მოიგო კვლავ მოგვეცა „ფეხბურთის მეფის” ხსენების საშუალება: კოუტინიუ პელეა?…

Read more

კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.

ფილიპე კოუტინიუ მოლაპარაკე კაცი არ არის. ის თავშეკავებულია, ცოტა მორცხვი და გატკეპნილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისი სათქმელის მოედანზე თქმა ურჩევნია, თუმცა კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიურ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ამინარიდებიც კატალონიურმა „სპორტმა” შემოგვთავაზა. კატალონიური გამოცემა „ბარსელონას” ფეხბურთელის ინტერვიუდან ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს რომ არ ამოკრეფდა, ცხადია. „სპორტისთვის” საინტერესო საუბრის ნაწილი თავიდან ანდრეს ინიესტას…

Read more

კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება

ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში” გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე” დაბრუნდება. „ბლაუგრანას” ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება. ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო” ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი „ენფილდზე” გაიმართება, სარბიელზე სადაც კოუტინიუმ ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა — 2013-18 წლებში ის „ლივერპულში” თამაშობდა….

Read more

აი, ამ სახლში იცხოვრებს ფილიპე კოუტინიო

„ბარსელონას” ახალ შენაძენს ფილიპე კოუტინიოს სახლის ამბავი უკვე მოუგვარებია. ამ საქმეში მეგობარი ლუის სუარესი დაეხმარა. კოუტინიომ ქალაქიდან 20 კილომეტრში, კასტელდეფელსში, სუარესისა და ლეო მესის მეზობლად დაიდო ბინა. ეს ის სახლია, სადაც ადრე სესკ ფაბრეგასი ცხოვრობდა. ფაბრეგასის შემდეგ იქაურობა ცოტა ხნით ტომას ვერმაელენისა და ანდრე გომეშის ოჯახებმაც დააჭაშნიკეს. სუარესის გაჩარხულ საცხოვრებელში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი, მისი მეუღლე…

Read more

კოუტინიო ყველამ გაყიდა, ყველამ… კლოპის გარდა!

სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ… ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან  არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც არ ხვრეტს ხალხს, მაგრამ, შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, მასთან დაკავშირებით სწორედ რუზველტის ეს ფრაზა გამახსენდა,…

Read more

განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას  და  იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს. გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“. კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო…

Read more