ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირაში მიუნხენის ტურნირზე ტიტული ვერ დაიცვა და ბლომად ქულები დაკარგა. შედეგად, ჩვენებური რეიტინგში დაქვეითდა ახლა 27-ე ჩოგანია. დანაკლისის ანაზღაურებას ბასილაშვილი მადრიდში შეეცდება, რომლის პირველ წრე უკვე დაძლია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა იტალიელ ფაბიო ფონინის ორ სეტში – 7:5; 6:4 მოუგო. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელი ბლომად შეცდომებს უშვებდა. მხოლოდ პირველ...
ჭდე: ფაბიო ფონინი
ბასილაშვილის ცინცინატი დამთავრდა
ცნცინატის მასტერსის პირველ წრეში ნოკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა და 5:7; 3:6 დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს აშკარად არ მიდიოდა საკუთარი ჩაწოდება. პირველ სეტში ორჯერ დათმო. თუმცა, ორივეჯერ დაიბრუნა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე წააგო. მეორე სეტში ორჯერ დათმო ნიკოლოზმა მოწოდება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთხელ დაიბრუნა და ტურნირს დაემშვიდობა.
ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...


