ჭდე: უემბლი

Home უემბლი
უემბლი მარტიდან ფეხზეც დადგება
ჩანაწერი

უემბლი მარტიდან ფეხზეც დადგება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებმა გადაწყვიტეს „უემბლის’’ ზედა იარუსს 10 ათასი ფეხზე სადგომი ადგილი დაამატონ, რის შედეგადაც ლონდონის ლეგენდარული სტადიონი გახდება ბრიტანეთში ყველაზე მეტი სადგომი ადგილის მქონე სარბიელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. რეკონსტრუქციის წყალობით მარტში „კარაბაოს თასის’’ ფინალსა და სხვა, მათ შორის ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებზე (ურუგვაისა და იაპონიასთან), საშუალოდ ყოველი რვიდან ერთზე მეტი მაყურებელი ფეხზე...

ინგლისი ევროპის ცაზე…
ჩანაწერი

ინგლისი ევროპის ცაზე…

ორი წაგებული ფინალის შემდეგ ინგლისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. „უემბლიზე“ ძუ ლომებმა, ალბათ, ყველაზე საძულველი მეტოქე, გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და სიხარულით მეცხრე ცას ეწივნენ… ინგლისის მწვრთნელი სარინა ვიგმანი კი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი – 2017 წელს მან ნიდერლანდების ნაკრები მიიყვანა ევროპის ჩემპიონობამდე. ზედ ფინალური მატჩის წინ, მოთელვისას, გერმანელებს ლიდერი, კაპიტანი,...

საოცარი გერმანია
ჩანაწერი

საოცარი გერმანია

გერმანიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ნახევარფინალში საფრანგეთისა 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეცხრედ გავიდა ტურნირის ფინალში. სულ ქალთა ევრო 1984 წლის შემდეგ 12-ჯერ ჩატარდა. წინა რვა ფინალი (1989, 1991, 1995, 1997, 2001, 2005, 2009, 2013) მათივე ტრიუმფით დასრულდა და უნიკალური რეკორდის მფლობელები არიან. გერმანელების გარდა ევრო მხოლოდ სამ ნაკრებს მოუგია: შვედეთს, ნორვეგიას (2-ჯერ) და ნიდერლანდებს....

სუპერმასწავლებელი
ჩანაწერი

სუპერმასწავლებელი

ინგლისელ გულშემატკივრებს ახალი გმირი ჰყავთ – ქალთა ეროვნული გუნდის ნიდერლანდელი მწვრთნელი სარინა ვიგმანი. პროფესიით მასწავლებელი, რომელმაც სამშაბათს ძუ ლომები პირველად გაიყვანა დიდი ტურნირის ფინალში და ისტორია დაწერა. ინგლისელებმა შვედებს ქალთა ევრო 2022-ის ნახევარფინალში 4:0 მოუგეს და კვირას „უემბლიზე“ ფინალში გერმანია – საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. სარინა მესამე მწვრთნელი გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ალფ რამსეის და...

უეფა სანკტ პეტერბურგს 25 თებერვალს გააუქმებს
ჩანაწერი

უეფა სანკტ პეტერბურგს 25 თებერვალს გააუქმებს

რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკრაინაში შეჭრის და საბრძოლო მოქმედებების დაწყების კვალად, უეფამ პარასკევს, 25 თებერვალს, საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც ორგანიზაციის წევრები „საკითხს გაანალიზებენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.“ „ასოშიეითედ პრესი“ სანდო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეს „გადაწყვეტილება“ სწორედ რუსეთის  ენერგეტიკული გიგანტის სახელობის, სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენისთვის“ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარების უფლების ჩამორთმევა იქნება. ამ პროტესტის...

მანჩინის ვაჟი კიბეებზე იჯდა
ჩანაწერი

მანჩინის ვაჟი კიბეებზე იჯდა

რობერტო მანჩინის ვაჟი ყვება, რომ 11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალში, „უემბლის” სტადიონზე, თავის ადგილზე ვერ დაჯდა და პირველი ტაიმის ყურებამ კიბეებიდან მოუწია. მიზეზი: ორგანიზატორებმა სტადიონის შესასვლელების დაცვა ვერ მოახერხეს და უბილეთო ინგლისელთა ბრბო ტრიბუნებზე შევარდა. ანდრეა მანჩინი 28 წლისაა. ის ადრე ფეხბურთელობას ცდილობდა. როდესაც მამამისი „მანჩესტერ სიტის” ედგა სათავეში, მანჩინი უმცროსი კლუბის აკადემიაში თამაშობდა და...

კიეზებს იტალიისთვის ინგლისში გააქვთ
ჩანაწერი

კიეზებს იტალიისთვის ინგლისში გააქვთ

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა დამტებით დროში 2:1 სძლია ავსტრიას. იტალიელთა პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა. შედეგად, ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს. ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჩეხეთს გაუტანა, მაგრამ ის თამაში იტალიამ 1:2 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ფედერიკომ კი ავსტრიას ლონდონში, „უემბლიზე“ შეუგდო...

გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ
ჩანაწერი

გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ

გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე”, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23 ივნისს მაინც უნდა ჩასულიყვნენ ანუ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ არ იყო ცნობილი ფლეი-ოფში...

უემბლი თამაშგარეში რჩება
ჩანაწერი

უემბლი თამაშგარეში რჩება

დიდი შანსია, უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ლონდონიდან ბუდაპეშტში გადაიტანოს. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება არ აპირებს გამონაკლისი დაუშვას ფინალის 2500 ვიპ-სტუმრისთვის. ეს ფიფას და უეფას ჩინოსნები და სპონსორები არიან. მოქმედი რეგულაციებით, ბრიტანეთში შემსვლელებმა 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. თანაც, „უემბლიზე“ მხოლოდ ტევადობის ნახევარს (45000 მაყურებელი) დაუშვებენ. სამაგიეროდ, მომდევნო კვირიდან უნგრეთი შენგენის ზონის მოსახლეობისთვის ყველა შეზღუდვას...

უბანში გატანილი გოლი
ჩანაწერი

უბანში გატანილი გოლი

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისელების საყვარელ გამოთქმას „ის შინ ბრუბდება” მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობა შესძინა. ფეხბურთი შინ ბრუნდებაო (football’s coming home), მღერიან, ამბობენ და წერენ ინგლისელები ყოველთვის, როდესაც მსხვილი ტურნირი მათ ქვეყანაში ტარდება — 1996 წელს, ეს მთელი ევროპის ჩემპიონატი იყო, ახლა, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული პირველობის მატჩებია. „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა კი გუშინ, ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა გოლი, რომელმაც...