„ლივერპულის’’ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ საყვარელი კლუბიდან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისნაირად არ წავიდოდა. ალექსანდერ-არნოლდი მერსისაიდელთა აკადემიაში ექვსი წლისა მივიდა, ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და 2016 წელს დიდი გუნდის ფეხბურთელი გახდა. გასულ ზაფხულს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში’’ გადავიდა, რამაც „წითლების’’ გულშემატკივრები გაანაწყენა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში „არსენალთან’’ ტრიბუნებმა მას ობსტრუქცია...
Tag: სტივენ ჯერარდი
ჯერარდმა ჯუდი შეაქო…
„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, შემდეგ კი „რეინჯერსისა“ და „ასტონ ვილას“ მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა. „ბელინგემი უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მე. ამას მხოლოდ თავმდაბლობისთვის არ ვამბობ, ეს მართლაც ასეა. ვფიქრობ, ის უკეთესად გამოჩნდა, ვიდრე მე 19 წლის ასაკში. არასწორად არ გამიგოთ, თავის დროზე მივედი სადაც მინდოდა. ჯუდი, რა თქმა უნდა, ითამაშებს იქ, სადაც...
ჯერარდი დაიფრინეს
„ასტონ ვილამ” სტივენ ჯერარდი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. ბირმინგემელებს მიმდინარე სეზონში უჭირთ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. კლუბის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა გუშინ, „ფულემთან” სტუმრად 0:3 წაგების შემდეგ აევსო. ეს გახლდათ გუნდის მე-6 მარცხი 11 შეხვედრაში. „ვილას” პრემიერლიგის ბოლო ოთხ ტურში არ მოუგია. გუნდი მე-17 ადგილზეა, გასავარდნთა ზონაზე ერთი პოზიციით მაღლა, თუმცა ქულებით „ვულვერჰემპტონის” ტოლადაა, რომელიც გასავარდნ მე-18...
0:5 და ზედ გინება
ინგლისურ პრემიერლიგაში ანტონიო კონტეს „ტოტენჰემმა“ 5:0 გაანადგურა ფრენკ ლემპარდის „ევერტონი“. რას აკეთებს ამ დროს წაგებულთა მწვრთნელი ხომ იცით? მეტწილად ასეთი ტექსტებით გამოდის, ჯადოქარი ხომ არ ვარ, რა გუნდი ჩავიბარე ხომ იცითო. ლემპარდმაც ასე თქვა, ახალი მოსული ვარ და პრობლემებს ერთ ღამეში ვერ მოვაგვარებო. „წინა კვირაში ყველაფერი კარგად იყო. სათამაშო გეგმაც, დისციპლინაც. დღესაც კარგად დავიწყეთ, 15...
არ მოგწონთ კოუტინიო?
სტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს? ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა. კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ). ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის...
ჯერარდი ვეღარ ჩერდება
სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...
მუშტი-კრივი და სისხლის დენა გლაზგოში
როგორც ამბობენ, პრაღის სლავიას მცველი ონდრეი კუნდელა „გლაზგო რეინჯერსის” ნახევარმცველმა გლენ კამარამ გასახდელში სცემა. ლაპარაკია ნამდვილ ცემაზე, მუშტებით და დასისხლიანებით. მიზეზი: კუნდელას კამარასთვის რასისტული შეურაცხყოფა მიუყენებია. უეფამ გამოძიება დაიწყო, „რეინჯერსის” თავკაცი სტივენ ჯერარდი კი გამომძიებლებს სიმკაცრეს სთხოვს, რადგან ფინელი კამარა მომხდარს დაუთრგუნავს. თავის მხრივ, ჩეხები გლენ კამარას და „რეინჯერსის” დასჯას ითხოვენ — ადამიანის ცემა სერიოზული...
დიდი ამბები იქნება მერსის პირას
ინგლისში ფეხბურთი სხვა განზომილებაა და არავის არაფერს პატიობენ. ცხადია, გამონაკლისი არც იურგენ კლოპია, რომელიც შარშან ლივერპულელთა გმირი იყო. წლეულს კი… „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ბოლო 2 მატჩი წააგო – „ბრაიტონთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. კლოპის გუნდის მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არა ჩემპიონობა, არამედ ოთხეულში მოხვედრაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. ქომაგს კი ცხადია, მხოლოდ ლიგის პერსპექტივა არ ხიბლავს....
საუკეთესო გოლი, რომელიც მინახავს
ძნელად სავარაუდოა, ფეხბურთის ნეიტრალურ გურმანთა შორის ბევრს გასჩენოდა ლიეჟის „სტარდარდისა“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ მატჩის ყურების სურვილი. არადა, სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე შორიდან გატანილი გოლი… ინგლისელმა კემარ რუფმა მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი საჯარიმოდან 10 მეტრში მოიხელთა ბურთი, მეტოქე მხრით მოიშორა, მერე კიდევ ორს გასცდა და 50 მეტრიდან დაარტყა… ბელგიელთა მეკარე არნო ბოდარი ასეთს...
შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…
„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...









