Breaking News

სპარტაკი

იური გავრილოვმა ინსულტი გადაიტანა

მოსკოვის „სპარტაკის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, იური გავრილოვის ვაჟმა, ვასილიმ,  მამის ინსულტის მიზეზზე ისაუბრა. ვასილის თქმით, ყოფილი ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. „მამამ ინსულტი გადაიტანა. კისრის არტერიაში ეგრეთ წოდებული დაფა ჩამოიშლა, რამაც სისხლის მიწოდების 60 პროცენტი შეწყვიტა. ახლა ექიმები ყველა საჭირო მანიპულაციას აკეთებენ – სტენტს ჩააყენებენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ის რამდენიმე…

Read more

უეფამ სპარტაკი გააჩერა

მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპა ლიგიდან მოკვეთენ და „ლაიფციგთან“ მერვედფინალურ მატჩებსაც ვეღარ ითამაშებს. უეფა ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და გერმანული კლუბი ავტომატურად გავა ტურნირის მეოთხედფინალში. მანამდე „ლაიფციგის“ პრეზიდენტმა, ოლივერ მინტცლაფმა, ივარაუდა, რომ „სპარტაკთან“ მატჩები არ გაიმართებოდა. „უეფასთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. გვჯერა მათი გადაწყვეტილებების და ვვარაუდობთ, რომ „სპარტაკთან“ თამაში არ მოგვიწევს“, – ამბობს მინტცლაფი. მანამდე გაცხადდა, რომ „სპარტაკი“…

Read more

ლეო თავისუფალია და სპარტაკი უხმობს

დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც კონკიას ზღაპარშია – დრო წუთ-წუთად გაიპარა და ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო მესი თავისუფალი აგენტი გახდა. ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ეს ლეოს მამის მიზანი მოლაპარაკების პროცესში. ფაქტი ისაა, რომ ახლა ფეხბურთელს და მის შტაბს ლავირების მეტი შანსი აქვთ. დღეს პირველი დღეა ბოლო 21 წლის განმავლობაში, როცა მესის და „ბარსას“ ოფიციალურად არაფერი…

Read more

ჯანო როტორელი

„ტელეფონით გავიგე, რომ ჩემი აყვანა „როტორს“ სურდა. როცა წინადადება მივიღე ვიფიქრე, ავწონ-დავწონე, ჩემი კარიერისთვის როგორ აჯობებდა. სხვა გუნდებიც მეპატიჟებოდნენ, საქართველოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, თუმც ოფიციალურად მხოლოდ როტორმა შემომთავაზა სამსახური. როგორც ფეხბურთელი, ფაქტობრივად რუსეთში გავიზარდე . 15 წელიწადია აქ ვარ, აქედან 11 სეზონი მოსკოვის „სპარტაკში“. ახლა ნულიდან ვიწყებ, რადგან განათხოვრებით აღარ ვარ. ვფიქრობ, ტრავმებიც უკან…

Read more

ემერიმ ვილიარეალი ჩაიბარა

უნაი ემერი „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელია, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ხელშეკრულება სამწლიანია და 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამ თანამდებობაზე ემერიმ ხავიერ კალიეხა შეცვალა, რომელიც სამი დღის წინ გაათავისუფლეს. ემერის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „არსენალი“ გახლდათ, საიდანაც ის შარშან, წლინახევრიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს. კარიერაში ესპანელი სპეციალისტი „არსენალის“ გარდა „სევილიას“, „ვალენსიას“, მოსკოვის „სპარტაკსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ წვრთნიდა….

Read more

უჯანოოდ

ჯანო ანანიძე კვიპროსზე, ანორთოზისში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსკოვის სპარტაკიდან გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებში მან სულ შვიდჯერ ითამაშა და… დაშავდა… თან რა დროს… ჯანომ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და თვენახევარი მოუწევს დასვენება, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში, 26 მარტს ბელარუსთან ვერ ითამაშებს სიტყვამ მოიტანა და, საქართველო – ბელარუსის მატჩი შესაძლოა…

Read more

ბოსმანი და მზიური საქართველო

ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ – უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი მისსავე თამაშე იყო დამოკიდებული, თორემ კარიერის დასრულების შემდეგ ესა თუ ის მოთამაშე აღარავის ახსოვდა. ვინც ალღოს…

Read more

ჯანო კუნძულზე

11 წლის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკიდან“ აბარგებულმა ჯანო ანანიძემ კვიპროსს მიაშურა და კარიერას „ანართოზისში“ გააგრძელებს.  საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმც პირობები ჯერ არ გახმაურებულა. ჯანო „ანართოზისში“ თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგანაც მწვრთნელის გარდა მას კუნძულზე ეროვნულ გუნდში პარტნიორები – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დახვდებიან. შეგახსენებთ, ჯანო…

Read more

ჯანომ წერილი დაწერა…

11 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკს“ საბოლოოდ დაემშვიდობა. 27 წლის ფეხბურთელი რუსულ კლუბს, რომელთან ერთადაც რუსეთის ჩემპიონობაც იზეიმა და ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა, ემოციური წერილით დაემშვიდობა. „დღეს, ურთიერთშეთანხმების შედეგად ჩემსა და „სპარტაკს“ შორის კონტრაქტი დასრულდა. შევთანხმდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მოხარული ვარ, რომ 11 წლის წინ, ჩემი და ამ შესანიშნავი კლუბის გზები…

Read more

ჯანო მგელი გახდებაო?

დასრულდა ჯანო ანანიძის 13-წლიანი ეპოპეა მოსკოვის „სპარტაკში“. 2007 წელს კლუბის საფეხბურთო სკოლაში მისულს 2009-ში უკვე ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. წლების მანძილზე რა არ გამოიარა – გაღმერთებაც და მძაფრი კრიტიკაც. იმის მიუხედავად, რომ ევროპულ შემოთავაზებებზე უარი თქვა და კლუბს უერთგულა, ბოლოს „ყველაზე მსხვრევად სპარტაკელად“ შერაცხულ ქართველზე გული აიცრუეს. მიზეზი ტრავმები იყო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ 10 წლის…

Read more