Breaking News

სლავა მეტრეველი

გმადლობთ!

სკოლიდან დაბრუნებული პატარები ბურთს აგორებენ. ზოგი იტალიის ნაკრების მაისურშია გამოწყობილი, ზოგიც ბრაზილიელია, ზოგი ზიდანია, უმეტესობა დელ პიერო, ბაჯო, რონალდო. უნებურად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩვენ მაისურებს საღებავით ჩვენივე ხელით დაწერილი ნომრები ამშვენებდა, მაგრამ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთა უცილობელი თაყვანისმცემლები ვიყავით. ჩვენი პატარა ფანტაზიით ჩვენს კერპებს ისეთ რამეებს ვაკეთებინებდით მწვანე მინდორზე, რომლის მსგავსიც თვით პელესაც შეშურდებოდა….

Read more

სიომა

ეს წერილი გაზეთ „სარბიელში“ 1998 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუბრიკით „ქართველები საბჭოთა ნაკრებში“… დღეს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა  – 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ პუბლიკაციის მთავარი გმირი სიომა ბარქაია…  წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის…

Read more

ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…

მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ. დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? – კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ საერთოდ არ გვახსოვდა რამე თუ განგვასხვავებდა. არ გვახსოვდა,…

Read more

ვოვა

რაც დრო გადის, ყოველ 13 მაისს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საოცრად გაგვიმართლა ცხოვრებაში. გაგვიმართლა, რომ ფაქტობრივად დაბადებიდანვე, თანდაყოლილ რეფლექსად თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობა გვერგო. მხოლოდ ჩვენ არა – მთელ ჩვენს თაობას, ჩვენზე უფროს თაობას და მომდევნოსაც… ეს დაახლოებით იგივე იყო, რასაც დღეს ბარსელონაში დაბადებული ადამიანი „ბარსას“ მიმართ განიცდის, ან მიუნხენელი – „ბაიერნისადმი“. ჩვენი უსაყვარლესი…

Read more

სათავესთან დაბრუნებული ორაგული

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ – ბატონო ანზორ, თქვენს კარიერაზე მინდა გკითხოთ. როგორ ან რატომ შეელიეთ თბილისის „დინამოს“? – შეიძლება ითქვას, რომ გუნდიდან გავიქეცი. 1959 წელს პირველ წრეში გუნდის ძირითადი მეკარე ვიყავი, ჩვენი ბრწყინვალე სერგო კოტრიკაძე კი სათადარიგო იყო. მეორე წრის წინ რადიკულიტი დამემართა, ძირითადი მეკარე სერგო გახდა და გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. სეზონთაშორის პერიოდში გუნდი…

Read more