ჭდე: სერბეთი

Home სერბეთი
კრიშტიანუს საქველმოქმედო სამკლავური
ჩანაწერი

კრიშტიანუს საქველმოქმედო სამკლავური

სერბეთ – პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მესამე დამატებულ წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, სტუმართა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთმა კარის ხაზი ლამის ნახევარი მეტრით გადაკვეთა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. აღშფოთებულმა კრიშტიანუმ კაპიტნის სამკლავური მოიძრო, მოისროლა და მოედანი ისე დატოვა, რისთვისაც ყვითელი ბარათიც მიიღო. მოგვიანებით ეს სამკლავური „ცრვენა ზვეზდას“ სტადიონის ერთ-ერთმა...

ცუდი კალათბურთი
ჩანაწერი

ცუდი კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და თბილისური „ბაბლის“ პირველ დღეს სერბეთთან 66:92 განადგურდა. მართალია, საქართველოს ნაკრები არ იყო უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ სერბებსაც ბევრი ვარსკვლავი აკლდათ, ამიტომაც ასეთი ანგარიშით მოგებას თავადაც ვერ წარმოიდგენდნენ. არადა, თამაში რომ დაიწყო, დიდი ხანი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდოდა, მაგრამ გუნდებს ქულების მოხვეჭა უჭირდათ. მეორე პერიოდის მესამე წუთის ბოლოს...

საქართველოს ახალი ამერიკელი
ჩანაწერი

საქართველოს ახალი ამერიკელი

ის ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ბოლო სამი წელიწადია ევროპაში თამაშობს: ევროპული კარიერა ბულგარეთში დაიწყო, გააგრძელა საბერძნეთში და ახლა ესპანეთშია და იქაური უმაღლესი ლიგის გუნდის ბომბარდირია. მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 16.5 ქულა (48.7% ორქულიანი, 37.9% სამქულიანი, 86.5 საჯარიმო), 3.8 პასი, 2.4 მოხსნა. მოკლედ: ესპანეთის „უკამ მურსიას“ ამერიკელმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა...

ბელგრადს ზღაპრების არ სჯერა
ჩანაწერი

ბელგრადს ზღაპრების არ სჯერა

მადრიდის „რეალის“ სერბ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს სამშობლოში არ ჩაესვლება. საქმე ის არის, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფეხბურთელს „ვირის აბანოში“ ამოაყოფიებენ თავს. 22 წლის ფეხბურთელს ბრალად ბელგრადში საკარანტინო წესების დარღვევა ედება და ექვსი თვე პატიმრობა ელის. იოვიჩმა 19 მარტს დაარღვია კარანტინი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სერბეთში იქნა შემოღებული. სერბული კანონმდებლობით, ქვეყანაში შესულ ადამიანს კარანტინში 28 დღე უნდა...

საქართველო ფინეთში ორჯერ ითამაშებს
ჩანაწერი

საქართველო ფინეთში ორჯერ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ორ მატჩს ფინეთში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერ მასპინძლებს ეთამაშება, ხოლო შემდეგ – შვეიცარიას. წესით, ბოლო მატჩი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ჩაეტარებინა. ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება. E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და...

ნაკრებიდან მესამე ლიგაში
ჩანაწერი

ნაკრებიდან მესამე ლიგაში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ, თუმც უცხოეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონის კლუბებში ჩაირიცხნენ – 22 წლის ცენტრი ტურძილაძე „რუეილ ატლეტიკში“ ითამაშებს, ხოლო მისივე თანატოლი, მძიმე ფორვარდი კორსანტია – „კაენ კალვადოსში“. ქართველთა გუნდები არც საკუთარ დივიზიონში წყვეტენ ვარსკვლავებს: „რუეილმა“ B ჯგუფის რეგულარული...

რეალის ფორვარდს იჭერენ?
ჩანაწერი

რეალის ფორვარდს იჭერენ?

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ლუკა იოვიჩს მშობლიური სერბეთის პროკურატურაში გამოცხადება და ჩვენების მიცემა მოუწევს. ესპანეთიდან სერბეთში ჩასულმა იოვიჩმა სავალდებულო კარანტინის წესები დაარღვია და ბელგრადის ქუჩებში სასეირნოდ გავიდა. მოსახლეობაში აღშფოთების ტალღა იმდენად მძაფრი იყო, რომ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა. სერბული კანონმდებლობით, კარანტინის წესების დარღვევაზე სასჯელი 1275 ევრო ჯარიმიდან 3-წლიან პატიმრობამდე მერყეობს.

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე
ჩანაწერი

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე

ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს. ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ...