ტრადიციულად, 1994 წლიდან საქართველოდან „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მონაწილეობს „სარბიელის“ დამფუძნებელი ზურაბ ფოცხვერია. აი, მისი რჩეულები: საუკეთესო ფეხბურთელი 1. ჯუდ ბელინგემი (რეალი) 2. როდრი (მან. სიტი) 3. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) 4. დანი ოლმო (ბარსელონა, ლაიპციგი) 5. ვინისიუსი (რეალი) საუკეთესო მეკარე 1. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) 2. იან ზომერი (ინტერი) 3. მაიკ მენიო (მილანი) საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ...
Tag: სარბიელი
როდრი, ბონმატი და სხვები
პარიზში, შატლის თეატრში, France Football-ის ორგანიზებით, 2023-2024 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და პრემიერლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, როდრი გახდა. ესპანელმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს – დანი კარვახალს, ჯუდ ბელინგემსა და ვინისიუსს აჯობა; საუკეთესო ფეხბურთელ ქალად კი, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“...
ევრობასკეტი, სარბიელი, რიყე…
ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად 1 სექტემბერს თბილისში სტარტს აიღებს ევრობასკეტ 2022. ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო. ჩვენები, ცხადია, თბილისში ითამაშებენ და A ჯგუფში ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის და მონტენეგროს გაარკვევენ ურთიერთობას. თქმა რად უნდა, ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უდიდესი საკალათბურთო მოვლენა, მსოფლიოს მასშტაბით არის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში...
ოქროს ბურთი ბრუნდება
კოვიდპანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს „ოქროს ბურთს“ გადასცემს. დაჯილდოების ცერემონიალი 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება. მანამდე ცნობილი ნომინანტთა 30-კაციანი სია გახდება. ეს 8 ოქტომბრს მოხდება. შესაძლოა ისეც იყოს, რომ წლეულს შარშანდელი საუკეთესოც გამოვლინდეს და გამოცხადდეს, თუმც საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ფრანგ კოლეგებს ჯერ არ მიუღიათ. 2021 წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად, ხმას 180...
გოგონა სარბიელით
შეხედავთ ამ გოგონას, გადახედავთ მის ნაწერს და გეამაყება: რაღაც მართლაც გაუკეთებია „სარბიელს“. როცა გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, თინათინ ცეცხლაძე დაბადებულიც არ იყო, მაგრამ გაზეთი თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე პოპულარული ხდებოდა. ბევრჯერ უთქვამთ და ჩვენ, ერთხელაც გავიმეორებთ, ახალგაზრდები მშობლებისგან მიცემულ ხაჭაპურის ფულს იკლებდნენ, რომ „სარბიელი“ ეყიდათ; „მარშრუტკის“ ნაცვლად ფეხით მიდიოდნენ, რომ „სარბიელი“ შეეძინათ; გამყიდველს ფულს...
თქვენი გაზეთი!
აი, ამოთქმა რომ გინდა და მთლად ისე ვერ გამოდის, ეგ მომენტია… არადა, 30 წელი ხუმრობა საქმეა?! „სარბიელი“ უბრალოდ გაზეთი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ სამსახურიც არასოდეს ყოფილა, ცოტა უფრო მეტი იყო… ცოტა კი არა, ბევრად მეტი იყო – ოჯახი, რომელმაც თუ მიგიღო, აგიტანს და გაგიტანს კიდეც, ეგებ შენიშვნაც მოგცეს, მაგრამ საჭირო დროს რომ გადაგეფარება. კიდევ ერთი გამოარჩევდა...
ქინქლაძე და ახმახი პაბში
… მესამე ტური იყო, გიოს „სიტის“ მატჩს პირველად რომ დავესწარი. „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ეთამაშებოდა ლონდონში და მეგობართან ერთად მივადექი „ლოფტუს როუდს“. ცხადია, სტუმარი ფანებისთვის განკუთვნილ პაბში შევედით. გაძეძგილია, ოღონდ არავინ ზის – სვამენ, ხტიან და მღერიან. ჩვენ დავჯექით და ვაკვირდებით. ცოტა ხანში მოვიდა ვიღაც ახმახი ტიპი, არცთუ სათნო გამომეტყველებით და წინ „ჩამოგვიჯდა“, ოღონდ ასე –...
ყოჩი დიდი გულით
ყოჩი, მაგრამ თავმდაბალი – ესეც მამუკა გორგოძეზე ითქმის. თავისი დიდი ღვაწლის საპირწონედ მას არასდროს მოუთხოვია ჩინ-მედლები და ქართველთა თუ უცხოელთაგან ყოველ აღიარებას მორიდებული ღიმილით შეხვედრია. ერთ მშვენიერ დღეს, სარაგბო კრიტერიუმებით არცთუ ვეტერანმა, იგრძნო – ახალგაზრდების დრო მოსულაო და საქართველოს ნაკრების რვა ნომერი მაისურიც ალალად გადაულოცა მომდევნოს. მაგრამ თავმდაბლობაცაა და თავმდაბლობაც… დანარჩენი 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო გაზეთ...
ძალა და ღირსება
ერთი მეგობარი ფეხბურთელისგან მაქვს მოსმენილი, „ამერში“ გადმოსვლამდე, „ამერის“ გლდანის სტადიონზე მოწინააღმდეგის შემადგენლობაში რომ უთამაშია… გვძულდა აქ თამაშიო – გამიმხილა იმ ფეხბურთელმა – ბურთს რომ გავუშვებდით და სტადიონზე „ეს სულ ასე უბერავს“ ჩაირთვებოდა, გაშვებულ ბურთზე მეტი სიმწარე ამ სიმღერის მოსმენა იყოო. ცხადია, მეტოქეთა კარში ბურთებს აბრეზა, რატი, ტატანა და ბიჭები იტანდნენ, მაგრამ გია ნიკოლაძის (რომელიც „ამერის“...
ყველა სახლში წასულიყო…
ორი ათეული წლის განმავლობაში, როცა „სარბიელი“ ბეჭდური ფორმით გამოდიოდა, ერთადერთხელ მოხდა, რომ დილას მკითხველს გაზეთი დახლზე არ დახვდა… არადა, ბევრჯერ ვიდექით ნომრის ჩავარდნის ზღვარზე შუქის თუ გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდის არქონის გამო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა გამოსავალს ყოველთვის რაღაცნაირად ვპოულობდით და ახლა, ამაზე სიტყვის გაგრძელება არ ღირს. იმ დროზე გიყვებით,...







