„თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“… ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“ მეტისმეტად ამბიციური განაცხადია. ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშეთ, ჯგუფიდან გავედით და მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. თქმა არ...
ჭდე: რომან ფიფია
გაყიდვამდე წავიდა
ევროტურნირებზე ფიასკოს შემდეგ თბილისის „დინამო“ კაპიტანმა გიორგი პაპავამაც დატოვა. 29 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. „დინამო“ ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ „დინამოს” გულშემატკივრად დავრჩები. კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან „დინამო“ უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია”....
რომან ფიფია: დინამო იყიდება!!!
თბილისის „დინამო“ იყიდება. ეს ამბავი მომწიფებული იყო, მაგრამ ხმამაღლა ამის შესახებ აქამდე არც კლუბის პატრონი ლაპარაკობდა, არც – სხვა… ესტონურ „პაიდესთან“ უსახურმა გამოსვლამ კი გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა და აგერ, დღეს „დინამოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე რომან ფიფიას ეს განცხადება დაიდო: მოგესალმებით, დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს...
დინამო ვეღარც კავკასიაში პირველობს
ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ ევროტურნირები მარცხით დაიწყო. ეს არ გაგკვირვებია, რადგან გუნდის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მარცხისთვის არის განწირული. „დინამომ“ სამეზობლოში წააგო – ბაქოს „ნეფთჩისთან“. თუ რატომ არ გაძლიერდა „დინამო“ ევროტურნირებისთვის, ეს სხვა საკითხია. თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ – რა ბიუჯეტიც გვქონდა ისე გავძლიერდითო. ეს კი, „ნეფთჩისთან“ საკმარისი არ აღმოჩნდა....
ლანდი!
ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია. თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას” წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება. ვინ? თბილისის „დინამომ”? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დურგალი ჰყავთ? აქ უკვე უნდა შეწყდეს ნებისმიერი ინსინუაცია. რომან...
რომანი და ძეხვი
ნუ დავიწყებთ შეჯიბრს, ვის რამხელა სტაჟი გვაქვს და აქვე შევთანხმდეთ: ჩვენთვის ფეხბურთის სიყვარული თბილისის „დინამოთი“ დაიწყო. ეს მხოლოდ გუნდი კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტიფიცირების საშუალებაც იყო. ჰოდა, ისე მოხდა, სწორედ ამავე გუნდმა ბოლო წლებში ყველაზე ბევრჯერ მაწყენინა და გული დამწყვიტა. ფეხბურთელებმა კი არა, ექიმებმა კი არა, მასაჟისტებმა კი არა – მენეჯმენტმა… მთავარი კაცი მენეჯმენტში (ქართული...
ავტობულინგი
მეზარება, ძალიან მეზარება „დინამოზე“ წერა. განა ზოგადად წერა მეზარება, ეგ არის ჩემი საქმე, უბრალოდ არაფერი მგონია იმაზე მოსაბეზრებელი, ვიდრე წლიდან წლამდე ერთი და იგივეს გამეორება. აი, როგორ არის, იცით? ბარტ სიმპსონს რომ ავალებს მასწავლებელი ერთი ფრაზის ასჯერ გამოწერას… მაგალითად: ფეხბურთელებს უგულოდ არ უთამაშიათ – ეს ფრაზა კახა ჩხეტიანმა თქვა 2 დღის წინ, „ტირანასთან“ წაგების შემდეგ....
დინამოს ახალი მწვრთნელი: ვიჩქარებთ ნელა!
თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ქუთაისელი კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დანიშვნაზე ლაპარაკი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმც ეს ყველაფერი ოფიციალურად მხოლოდ 23 დეკემბერს, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გამოაცხადა. „დინამომ“ და „ტორპედოში“ წარმატებულმა კახა ჩხეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ ეს გვითხრეს: რომან ფიფია, დინამოს პრეზიდენტი კახა ჩხეტიანის აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები...
კარგის მოლოდინი…
როტერდამის სასტუმროში რეგისტრაციას გავდიოდით, გასაკვირად ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა რომ გამოგველაპარაკა, ისეთი ინტერესით ველი “დინამოსთან” მატჩს ვერ წარმოიდგენთო… ისეთი აღტკინებული იყო, იფიქრებდი, „ფეიენოორდის“ ერთი მატჩიც არ გამოეტოვებინა, ახალი სეზონის სტარტზე კი „დინამო“ როტერდამელთა კარგ გამომცდელად მიაჩნდა. დიდად ენაწყლიანობა რომ ვერ შეგვატყო, თავის საქმეზეც მალევე გადავიდა. მერე კი იქვე შეჭაღარვებული ბიძებიც „გვესტუმრნენ“ და მანდ უკვე კარგი მამაპაპური...








