რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტოკიოს 2020 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი რუსი ელენა ვესნინა გაქურდეს. ჩოგბურთელის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ სულ რამდენიმე საათით დატოვეს ბინა და სავახშმოდ წავიდნენ. სახლში დაბრუნებულებს ყველა ოთახი არეული დახვდათ და სეიფი გატეხილი. სეიფიდან ძვირფასეულობა წაიღეს, მედლები კი სპორტულ ჩანთაში იდო და კუთხეში ეგდო. იმ დღეს ვესნინამ მედლები...
ჭდე: რიო 2016
სიკეთე გადამდებია
პოლონელ მძლეოსან მარია ანდრეიჩიკს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 2 სანტიმეტრი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი იყო 25 წლის შუბის მტყორცნელი, როცა ტოკიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, ტოკიოდან დაბრუნებულმა მარიამ ვერცხლის მედალი აუქციონზე გაიტანა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა სრულიად უცხო 8 თვის ბიჭუნა მილოშეკ მალშეს, რომელსაც გულზე ოპერაცია სჭირდება. აღნიშნული ოპერაცია ამერიკული ბალტიმორის კლინიკაში...
რიო მოგონებებს ანგრევს
რაღა დროს 2016 წელი და რიოა, სადაცაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოგვიკაკუნებს, მაგრამ საოცნებო ქალაქს ოლიმპიურ-სპორტულ ჭრილში თითქმის 4 წლის შემდეგ ისევ უნდა დავუბრუნდეთ. არა, რა თქმა უნდა, ამ ზაფხულს, იაპონიის დედაქალაქიდან ოლიმპიური თამაშების რიო დე ჟანეიროში გადატანას არავინ გეგმავს, საქმე სულ სხვაა. ბრაზილიის სასამართლომ ოლიმპიური პარკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც თამაშების პერიოდში განთავსებული იყო საწყლოსნო...
სალუქვაძე და კამიკაძე
არის სპორტის სახეობები, რომლებიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ყველა სახეობას ჰყავს გმირები, რომლებიც დროსთან ერთად ლეგენდებად იქცევიან. ამ დღეებში ცენტრალური ევროპის სამთო კურორტებზე „ოთხი ტრამპლინის ტურნე“ გრძელდება, რომელიც მფრინავ მოთხილამურეთათვის საკულტო შეჯიბრებაა. წლეულს პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ტურნირზე ვერ მოხვდა უბერებელი ნორიაკი კასაი. ხტომის თავხედურ-ხულიგნური მანერის გამო „კამიკაძედ“ მონათლული კასაი უკვე 47 წლისაა. ასაკი...



