კარლო ანჩელოტი „რეალიდან’’ მიდის, ის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. მამასთან ერთად მადრიდიდან წავა მისი 35 წლის ვაჟი დავიდეც, რომელიც „ლოს ბლანკოსში’’ ოთხი წლის განმავლობაში ასისტენტად მუშაობდა. ესპანეთის დედაქალაქის გარდა დავიდე მამის თანაშემწე იყო „ევერტონში’’, „ნაპოლისა’’ და „ბაიერნში’’, ახლა კი პირველი დამოუკიდებელი სამუშაოს შოვნას ესწრაფვის. იტალიური მედია დაბეჯითებით წერს, რომ უმცროს ანჩელოტის „კომოსთან’’ აქვს მოლაპარაკებები, ესპანურმა...
ჭდე: გლაზგო რეინჯერსი
ახლა ბრიტანულ ლიგაზე ალაპარაკდნენ
ინგლისური ფეხბურთის „დიდი ექვსეული” ევროპის სუპერლიგას გამოეთიშა, მაგრამ მაინც რეფორმატორულ განწყობაზეა. ახლა მათ პრემიერლიგის გარდაქმნა უნდათ. ის, რაც დღეს გვაქვს, გაუმჯობესებას საჭიროებსო. იდეა ასეთია: გადაიბირონ „რეინჯერსი” და „სელტიკი”. ანუ, შეიქმნას ბრიტანული ლიგა, რომელშიც პრემიერლიგის კლუბებს ორი შოტლანდიური გიგანტი შეემატება. ეს წინადადება ევროპის სუპერლიგის იდეაზე რეალისტური ჩანს, რადგან ჯერ ერთი რეფორმა ერთი სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ფარგლებში...
მუშტი-კრივი და სისხლის დენა გლაზგოში
როგორც ამბობენ, პრაღის სლავიას მცველი ონდრეი კუნდელა „გლაზგო რეინჯერსის” ნახევარმცველმა გლენ კამარამ გასახდელში სცემა. ლაპარაკია ნამდვილ ცემაზე, მუშტებით და დასისხლიანებით. მიზეზი: კუნდელას კამარასთვის რასისტული შეურაცხყოფა მიუყენებია. უეფამ გამოძიება დაიწყო, „რეინჯერსის” თავკაცი სტივენ ჯერარდი კი გამომძიებლებს სიმკაცრეს სთხოვს, რადგან ფინელი კამარა მომხდარს დაუთრგუნავს. თავის მხრივ, ჩეხები გლენ კამარას და „რეინჯერსის” დასჯას ითხოვენ — ადამიანის ცემა სერიოზული...
ჯერარდს პულსი გაუხშირდა: ჰორიზონტზე ლივერპულია
სტივენ ჯერარდის „რეინჯერსი“ სასწაულ სეზონს ატარებს როგორც შოტლანდიის ჩემპიონატში, ასევე ევროპის ლიგაში. ამის დასტურად ფრენკ ვერკოტერენის ბელგიურ „ანტვერპენთან“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალის მატჩიც გამოდგება. გლაზგოელებმა ანგარიში გახსნეს, მერე ორი გაუშვეს, ისევ გაათანაბრეს და კიდევ ერთხელ ჩამორჩნენ. შოტლანდიელები თითქმის უშანსოდ იყვნენ, მაგრამ ჯერარდი ხომ წაგებული შეხვედრების შემოტრიალების ჯადოქარია. „რეინჯერსმა“ ბოლო 10 წუთში ორჯერ გაიტანა და სტუმრად ურთულესი...
დიდი ამბები იქნება მერსის პირას
ინგლისში ფეხბურთი სხვა განზომილებაა და არავის არაფერს პატიობენ. ცხადია, გამონაკლისი არც იურგენ კლოპია, რომელიც შარშან ლივერპულელთა გმირი იყო. წლეულს კი… „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ბოლო 2 მატჩი წააგო – „ბრაიტონთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. კლოპის გუნდის მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არა ჩემპიონობა, არამედ ოთხეულში მოხვედრაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. ქომაგს კი ცხადია, მხოლოდ ლიგის პერსპექტივა არ ხიბლავს....
საუკეთესო გოლი, რომელიც მინახავს
ძნელად სავარაუდოა, ფეხბურთის ნეიტრალურ გურმანთა შორის ბევრს გასჩენოდა ლიეჟის „სტარდარდისა“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ მატჩის ყურების სურვილი. არადა, სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე შორიდან გატანილი გოლი… ინგლისელმა კემარ რუფმა მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი საჯარიმოდან 10 მეტრში მოიხელთა ბურთი, მეტოქე მხრით მოიშორა, მერე კიდევ ორს გასცდა და 50 მეტრიდან დაარტყა… ბელგიელთა მეკარე არნო ბოდარი ასეთს...
ევროპა ლიგა გერმანიაში დასრულდება
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. როგორც ჩემპიონთა ლიგაის გათამაშებაში, ამ ტურნირზეც, ჯერ არ გამართულა მერვედფინალის საპასუხო მატჩები. წინასწარი წილისყრით კი მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „შახტარი“ (უკრაინა) VS „ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „ბაზელი“ (შვეიცარია) VS „აინტრახტი“ (გერმანია) (1); „ლინცერი“ (ავსტრია) VS „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) VS „კოპენჰაგენი“ (დანია) (2); „ინტერი“ (იტალია) VS...
შოტლანდიაც შეწყდა
მიმდინარე სეზონი აღარც შოტლანდიაში დასრულდება. ამის შესახებ ნაციონალურმა პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიგასა და მასში შემავალი კლუბების ხელმძღვანელები ვიდეოკონფერენციის შედეგად შეთანხმდნენ. დადგინდა, რომ 2019-2020 წლის სეზონის ჩამთავრება შეუძლებელია და პირველობა ვადამდე შეწდა. საბოლოო შედეგები კი, სატურნირო ცხრილში სადღეისო მაჩვენებლით გამოიყვანეს. ასე და ამგვარად, ჩემპიონი „სელტიკი“ გახდა, რომელმაც 13 ქულით გაასწრო...
სიცოცხლე მიყვარს და არსად წავალ… წავიდა
ფერნანდო რიკსენი 36 წლის იყო, როცა ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი დიაგნოზი დაუსვეს. გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დროს როგორც ზედა, ისე ქვედა ნეირონები კვდება და იწყება კუნთების ატროფია. ფერნანდო საწოლს მიეჯაჭვა და ლაპარაკის უნარიც წაერთვა. მთელი ეს წლები ახლობლებთან კონტაქტი სპეციალური კომპიუტერით ჰქონდა, დაახლოებით ასეთით სარგებლობდა მეცნიერ-ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი. ფერნანდო რიკსენი ფეხბურთის ქომაგს გლაზგოს „რეინჯერსის“ და ჰოლანდიის ნაკრების...
მიდი ჯეკ! დეფოც მოვიდა!
38 წლის მწვრთნელმა 36 წლის და 34 წლის ფეხბურთელები ითხოვა წელიწადნახევრით. მწვრთნელი გახლავთ სტივენ ჯერარდი, ფეხბურთელები კი ინგლისელი ჯერმენ დეფო „ბორნმუთიდან“ და ჩრდილოირლანდიელი სტივენ დევისი „საუთჰემპტონიდან“. ჯერარდი გასული ივნისიდან გლაზგოს „რეინჯერსის“ თავკაცია და „სელტიკთან“ საჩემპიონო ჯაჯგურში ყოჩაღი ბიჭები სჭირდება. დეფოს ოცწლიან კარიერაში 273 გოლი გაუტანია და ჯერ ისე არ დაბერებულა, რომ შოტლანდიის ჩემპიონატში რამე არ...








