ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ 3:3 ითამაშეს. ამ დღეს განსაკუთრებით გაიბრწყინა კატალონიელთა 17 წლის ვარსკვლავმა ლამინ იამალმა, რომლის ნიჭი მთელი მსოფლიოს პრესაში გარჩევის საგნად იქცა. იამალის შეახებ თავისი აზრი გამოთქვა „რეალის’’ ლეგენდამ ფერნანდო მორიენტესმაც, რომელიც ხუანმა კასტანიოს გადაცემა El Partidazo-ში იყო მიწვეული. მას ჰკითხეს, ვინ იყო მისი ეპოქის იამალი ანუ ვინ გამოირჩეოდა...
ჭდე: რაული
ბენზემა რაულს დაეწია
ქარიმ ბენზემა რაულს გაუტოლდა. „რეალმა” „ლევანტეს” 6:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა ვარსკვლავმა კი ერთი, მაგრამ ეს იყო გოლი, რომლის წყალობითაც ის დიდი მადრიდული კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. ბენზემას ეს პოზიცია ჯერჯერობით რაულთან ერთად უკავია. რაც შეეხება „ლევანტეს”, ის ლა ლიგიდან გავარდა. ბენზემა „ლოს ბლანკოსში” 2009 წელს გადავიდა. მანამდე ის...
ბენზემამ რაულს დაუმიზნა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 3:2 მოუგო „სევილიას“. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქარიმ ბენზემამ შეაგდო და „რეალის“ ყველა დროის მეგოლეებს შორის მესამე კაცი გახდა. საქმე ის არის, რომ ფრანგმა ფორვარდმა ესპანური კარიერის მანძილზე 217 გოლი გაიტანა და მადრიდული კლუბის ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრო. „რეალის“ ისტორიაში ლა ლიგაში გატანილი გოლებით პირველ ადგილზე,...
ბენზემა = დი სტეფანო
იყო დრო, ქარიმ ბენზემას „რეალიდან“ გაშვებას ითხოვდნენ. „ან გონსალო იგუაინი უნდა წავიდეს, ან ბენზემა“, – ასეც იდგა საკითხი დაახლოებით 7-8 წლის წინათ და მერეც. თუმცა ბენზემა 33-34 წლის ასაკში მეორედ დაიბადა და ახლა უკვე „სამეფო კლუბი“ მის გარეშე წარმოუდგენელია. ბენზემამ ორი პენალტი გაუტანა „სელტას“ და ალფრედო დი სტეფანოს დაეწია რეალური გოლებით: 216! პირველ ადგილზე კრიშტიანუ...
ფეხბურთელებისთვის გასულ შაბათს უთქვამს
„მარკა” ადასტურებს: ზინედინ ზიდანს თავისი ფეხბურთელებისთვის უკვე ნათქვამი აქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან მიდის. ეს ამბავი გასულ შაბათს, 8 მაისს მომხდარა. ლა ლიგაში „სევილიასთან” თამაშის (2:2) წინა დღეს, ვარჯიშის შემდეგ. იმ კვირაში „რეალი” „ჩელსისთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ 8 მაისის პრეს-კონფერენცია უჩვეულოდ გვიან დაიწყო და ახლა ნათელია, რომ დაგვიანების მიზეზი...
ვინისიუს III
ვინისიუს ჯუნიორის ბედნიერება სრული იქნებოდა, მადრიდის „რეალს“ პრიმერას 25-ე ტურში სან-სებასტიანელი სეხნია რომ დაემარცხებინა. ბრაზილიელი შემტევი ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე შეუშვა და მან ბოლო წუთებზე ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ეს შეხვედრა ვინისიუსისთვის მე-100 იყო მადრიდულ კარიერაში. მატჩის დღეს ის 20 წლის და 232 დღის გახლდათ. მასზე ახალგაზრდას „რეალში“ 100 მატჩი ორად ორ ფეხბურთელს აქვს ნათამაშევი –...
რეკორდსმენი რამოსი
ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. საუბარია მცველებზე… რამოსმა უკრაინის ნაკრებთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შედეგად, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 23-მდე გაზარდა და არგენტინელ დანიელ პასარელას (22 გოლი) გადაასწრო. გარდა ამისა, რამოსი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით მერვე ადგილზე – მცველი ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს დაეწია. მის წინ არიან...
რეალი – რაული – შალკე
მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი, რაული, შესაძლოა, შალკეს მთავარი მწვრთნელი გახდეს. წყაროს მტკიცებით, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელობას სურს 42 წლის სპეციალისტის დამრიგებლად მიწვევა. მოგეხსენებათ, კარიერის ბოლოს, 2010-12 წლებში „რაული“ სწორედ „შალკეს“ ღირსებას იცავდა და 66 მატჩში 28 გოლი გაიტანა. კლუბის ახლანდელი მწვრთნელის, დევიდ ვაგნერის მუშაობით ისინი უკმაყოფილო არიან, ამიტომ სასწრაფოდ ეძებენ მის შემცვლელს. „რაულის“ გარდა როგერ შმიდტისა...
რეალის დი სტეფანო
გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალი“ საშინაო მატჩები არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. „სეზონის დარჩენილ თამაშებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ჩავატარებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი რეკონსტრუქცია დაიწყო,“- თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა. „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალის“ სარეზერვო გუნდი თამაშობდა, რეალ კასტილია, რომელსაც კლუბის...
რაული ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო
გთავაზობთ მორიგ ისტორიას ესპანური გაზეთის „მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ეს გახლავთ სახალისო ისტორიების კრებული, რომლებიც ხსენებული გამოცემის ჟურნალისტებმა თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ან ვერ გამოაქვეყნეს. დღეს გვინდა გიამბოთ, როგორ დაარიგა ლეგენდარულმა რაულმა ბრაზილიელ კაკას ჭკუა. 2009-10 წლების სეზონის მეორე წრე მიმდინარებოდა, როდესაც რაული დაშავდა. მან 10 აპრილს „ელ კლასიკოში”...









