როდესაც „კრისტალ პალასის“ თავმჯდომარემ სტივ პერიშმა 2023 წლის მიწურულს ოლივერ გლასნერი გაიცნო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს კაცი მისი კლუბის ისტორიას შეცვლიდა. პერიში და გლასნერი ერთმანეთს მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა დუგი ფრიდმენმა წარუდგინა. ფრიდმენი გლასნერს კარგა ხანს აკვირდებოდა და მოსწონდა როგორ იმუშავა მან „ვოლფსბურგსა“ და „ფრანკფურტში“. იმხანად „პალასს“ როი ჰოჯსონი წვრთნიდა, მაგრამ გულშემატკივარი ცვლილებას ითხოვდა. როგორც...
ჭდე: რაიო ვალეკანო
პიპო, ახლა უკვე წადი!
„ვალენსიამ’’ კვლავ წააგო, ამჯერად შინ „რაიო ვალეკანოსთან’’ – 0:1. „მესტალიამ’’ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. „ღამურების’’ გულშემატკივარს მეტის მოთმენა აღარ სურს. მართალია გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა მათი ლეგენდაა, მაგრამ ამჯერად მისი მისამართითაც გაისმა: „პიპო, ახლა უკვე წადი!’’ ეს შეძახილი ჯერჯერობით მასობრივი არ იყო, მაგრამ ყური ნამდვილად მოჭრა. მეორე მხრივ ფაქტია, რომ „ვალენსიას’’ პრობლემათა სათავე ბარახა კი არა,...
მამარდას წასვლა ეჭვგარეშეა
როგორც ჩანს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან” წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ასე ფიქრის საბას ის გვაძლევს, რომ „ღამურებმა” „რაიო ვალეკანოს” ჩრდილო მაკედონიელ მეკარესთან სტოლე დიმიტრიევსკისთან უკვე გააფორმეს წინასწარი კონტრაქტი. ამ ინფორმაციას „ტრიბუნა დეპორტივა” ავრცელებს. სეზონის ბოლოს დიმიტრიევსკის მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს „ვალენსიაში” გადასვლას. უფასოდ კარგი მეკარის ხელში ჩაგდება სწორედ ის არის,...
მესტალია ყვიროდა: Giorgi, quédate!
„ვალენსიას” მიერ მოპოვებულ ქულას გიორგი მამარდაშვილის სახელი ჰქვია”, — წერს გავლენიანი ესპანური გაზეთი AS და დასძენს, რომ მართალია გუნდებმა ერთმანეთს კარში დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობით დაურტყეს, ის, რომ მასპინძლები ხახამშრალნი არ დარჩნენ მამარდაშვილის დამსახურებაა. შემდეგ AS შეხვედრის მომენტებს აღწერს: ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში სერხიო კამელოს აუღო ურთულესი დარტყმა, მეორეში კი სამჯერ საბედისწერო მომენტში იხსნა...
მამარდამ არ გაუშვა, ვალენსიამ მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად მოუგო „რაიო ვალეკანოს” 1:0. გიორგიმ ერთ ეპიზოდში გამოიჩინა თავი, როდესაც ისი პალასონმა დაცვის შეცდომით ისარგებლა და მასთან პირისპირ შევიდა, მაგრამ ქართველმა კარი დროულად დატოვა და მეტოქეს გოლი არ გაატანინა. სხვა ეპიზოდებში მამარდაშვილმა ჩაწოდებულ ბურთებზე სწორი გამოსვლებით დაგვამახსოვრა თავი. მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „გიორგი ახალგაზრდა მეკარეა. დღეს მან მნიშვნელოვანი...
რაიო და ლოჩოშვილი…
ლუკა ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია – ესპანური კლუბი ქართველის სანაცვლოდ „კრემონეზეს“ 2,7 მილიონ ევროს გადაუხდის – ინფორმაციას GolaTV-ის „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს. „თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, ლოჩოშვილი „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 2,7 მლნ. ევროა, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია“ – ამტკიცებს GolaTV. ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 17...
მამარდას ორი ეპიზოდი და ვალენსიას ერთი ქულა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ახლა 27 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც ბოლოსწინა „ალმერიას” და მეთვრამეტე ადგილზე მყოფ „ესპანიოლს”. თუმცა, ვალენსიელთათვის ცხრილი მაინც ადრინდელზე ლამაზად ჩანს, რადგან ბურთების სხვაობის გამო მათი გუნდი გასავარდნი ზონის გარეთ წერია. უფრო ზემოთ კი „ვალიადოლიდსა” და „კადისს” 28 ქულა აქვთ. ერთი სიტყვით ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა. „ღამურების”...
თანაგუნდელებს სჯობდა და მერე როგორ
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად 1:2 წააგო „რაიო ვალეკანოსთან”. ქართველმა გოლკიპერმა ძლიერად ითამაშა, რასაც ესპანურ პრესაში მიღებული შეფასებაც მოწმობს. plazadeportiva-მ მამარდაშვილს თანაგუნდელებს შორის ყველაზე მეტი 6,5 ქულა დაუწერა და მაღალ ნიშანს ასეთი ტექსტი დაურთო: „ქართველი მეკარე თანაგუნდელებს ერთი თავით სჯობდა. მან „ვალენსია” „რაიო ვალეკანოსთან” განადგურებისგან იხსნა”. AS-მა კი გიორგის თამაში 8 ქულით შეაფასა: „მამარდაშვილმა ვარსკვლავურად ითამაშა....
მამარდაშვილი კარგი იყო, ვალენსია – ცუდი
გიორგი მამარდაშვილმა მშვენივრად ითამაშა, მთელმა „ვალენსიამ” კი რა მოგახსენოთ — ქართველი მეკარე რომ არა გუნდი დიდი სხვაობით დამარცხდებოდა. ქვემოთ მოყვანილ ვიდეომიმოხილვაში გიორგის მოგერიებული ყველა დარტყმა არც არის შეტანილი. კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ფეხბურთს ქადაგებს „ღამურების” მწვრთნელი ჯენარო გატუზო, ამიტომაც იოლია დასკვნა, რომ ამ შეხვედრაში გუნდს საერთოდ არაფერი გამოუვიდა. „ვალენსიამ” „რაიო ვალეკანოსთან” ფაქტობრივად ტაქტიკის გარეშე...
მამარდაშვილს მარქაფა სჭირდება
„ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მარქაფა ხაუმე დომენეკი სერიოზულად დაშავდა, ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ის გუნდს ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ღამურებმა” ჰოლანდიურ „ნაიმეგენს” მიჰყიდეს იასპერ სილესენი, რის შემდეგაც თავისთავად ასე დალაგდა: მთავარი მეკარე მამარდაშვილი, მეორე ხაუმე და მესამე კრისტიან რივერო. ხაუმე დომენეკის დაშავების შემდეგ გამოდის, რომ მეორე პოზიციაზე რივეროა, რაც...









