ავსტრალიის ღია პირველობაზე ვნახეთ ეს მომენტი. ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ ასე მოიპოვა ქულა ნიდერლანდელ ტელონ გრიკსპორთან… ნახეთ, როგორ ირბინა და საიდან ჩააგდო. ქულა ჩაეთვალა, ბადეს არ შეხებია. ეს ბრეიქ-პონტი იყო. შეხვედრაც სწორედ კარენო-ბუსტამ მოიგო 5 სეტში. საინტერესოა, რომ ნიდერლანდელ გრიკსპორს აქამდე 29-მათჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
ჭდე: პაბლო კარენო-ბუსტა
ბასილაშვილი ვენაში იგებს
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 1 515 215 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე წარმატებით დაძლია. ჩვენებური მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდა და ორსაათნახევარში 7:5, 4:6, 6:3 მოიგო. პირველ სეტში ბასილაშვილმა ესპანელს 5 ბრეიკ-პოინტი არ დაანება, თავად კი, პირველივე შანსი გამოიყენა და სეტი წამოიღო. მეორე სეტის სტარტზე, პირიქით, ესპანელმა...
ავსტრო-გერმანული ფინალი
US OPEN-ის ახალი გამარჯვებული ან ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, ანაც გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. ნახევარფინალში ტიმის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იყო. მიუხედავად იმისა, რომ განთესვით ერთი საფეხურით მაღლა ტიმი იდგა, ბუქმეიკერები ფავორიტად რუს ჩოგბურთელს მიიჩნევდნენ. თუმცა, ავსტრიელმა იმარჯვა. არცთუ იოლად – პირველი სეტი 6:2 კი მოიგო, მაგრამ მომდევნო ორში უკვე ტაი ბრეიქი გახდა საჭირო. აი, ზვერევმა...
წესი წესია
ესპანელი ჩოგბურთელი პაბლო კარენო-ბუსტა US OPEN-ის ნახევარფინალშია და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მეოთხედფინალში ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა დენის შაპოვალოვთან და ხუთსეტიან ჩოგნაობაში დაამარცხა – 3:6, 7:6, 7:6, 0:6, 6:3. თუმცა, მისი მეოთხედფინალში გასვლაც კი, იღბალზე იყო დამოკიდებული. როგორც იცით, შაპოვალოვთან თამაშის უფლება თითქმის უბრძოლველად მოიპოვა – მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იქნა. სერბმა სპორტსმენმა...
ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს
US open-ზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკანასკნელი მოჰიკანი იყო იმ დიდი ბიჭებიდან, ვისაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოგებული ჰქონდა. წუხელ კი ნოლე ტურნირს დაემშვიდობა და გამოვიდა, რომ ჯილდოს ვინმე პირველად მიიღებს. და არ იკითხავთ როგორ გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირს მეოთხე წრეში? არასპორტული ქცევის გამო ჯოკოვიჩმა დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი სასჯელი კი, მას მერე დაიმსახურა, რაც ბურთი მსაჯისკენ...
ამერიკას მუზარადიანები აკლდებიან
2020 წლის US Open-დან ხორვატი მარინ ჩილიჩიც გავარდა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის ღია პირველობას ერთადერთი ჩოგბურთელი შემორჩა, რომელსაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი აქვს მოგებული – სადღეისოდ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ჩილიჩმა US Open 2014 წელს მოიგო, წლეულს კი მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა, სადაც ავსტრიელ დომენიკ ტიმთან 2:6, 2:6, 6:3, 3:6 დათმო. მანამდე იგივე დაემართა „დიდი მუზარადის“...





