ჭდე: ოლდ ტრეფორდი

Home ოლდ ტრეფორდი
თამაშს სტადიონზე, ტელევიზორში უყურა
ჩანაწერი

თამაშს სტადიონზე, ტელევიზორში უყურა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი ვარსკვლავი რაფაელ ვარანი პრემიერლიგის პირველ შეხვედრას სტადიონზე, „ოლდ ტრეფორდზე“ დაესწრო, მაგრამ ტრიბუნაზე არ გასულა, თამაშს ტელევიზორში უყურა. „ოცნებათა თეატრად“ ცნობილ სარბიელზე გადაღებული ფოტოებიც ამას ადასტურებს — 28 წლის ფრანგს მოედნისთვის არც გადაუხედავს. ზოგმა თქვა, თავიდან, რამდენიმე წუთს ცოცხლად უყურაო, მაგრამ ამისი საბუთი არ არსებობს. ვარანი „ოლდ ტრეფორდზე“ იმავე დილით წარადგინეს, შემდეგ კი...

მანჩესტერ იუნაიტედის წრუწუნათა თეატრი
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედის წრუწუნათა თეატრი

„ოლდ ტრეფორდს” ოცნებათა თეატრს უწოდებენ, მაგრამ გარი ნევილი ბოლო კვირების განმავლობაში დაჟინებით იმეორებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონი ყველაფერია ოცნებათა თეატრის გარდა. და ნევილი ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა გუნდი ჩემპიონი ვერ გახადა, არამედ იმიტომ, რომ „იუნაიტედის” მეპატრონეების, გლეიზერების ოჯახის ხელში ნაგებობა გაპარტახდა. არადა, ერთი შეხედვით „ოლდ ტრეფორდი” ბრწყინვალე სარბიელია, რომელშიც 75...

კრიში მანჩესტერში ბრუნდება?
ჩანაწერი

კრიში მანჩესტერში ბრუნდება?

კრიშტიანუ რონალდუ აღარც მალავს, რომ ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს. ამაში გარკვეული როლი იტალიაში შექმნილმა კატასტროფულმა პანდემიურმა ვითარებამაც ითამაშა. თუ ესპანურ პრესას ვენდობით, ფეხბურთელს შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართეს პსჟ-მა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“. რონალდუ თანახმაა დაბრუნდეს „ოლდ ტრაფორდზე“, თუკი ოლე გუნარ სულშერი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანს. იმ მომენტისთვის, როცა პრემიერლიგა დაპაუზდა, მანჩესტერელები მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ „სიტისთვის“...

58 წლის შემდეგ!
ჩანაწერი

58 წლის შემდეგ!

„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა. შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა. „იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ. „ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა...

ჩანაწერი

ვინ შარდავს „ოლდ ტრეფორდის” კაბინეტებში?

„მანჩესტერ იუნაიტედის” თანამშრომლები, რომელთაც ოფისები ლეგენდარულ სტადიონ „ოლდ ტრეფორდზე” აქვთ, შეწუხდნენ — თავზე შარდი ეწვეთებათ. გამოსავალი? მათ პოლიეთილენის რულონები შეიძინეს და თამაშის დღეებში მაგიდებს აფარებენ. საიდან გაჩნდა განვითარებული ქვეყნის მდიდარი კლუბის ცნობილი სტადიონის კაბინეტებში შარდი? საიდან და, მატჩების დღეებში სტუმარ გულშემატკივართათვის გამოყოფილი ტირიბუნის ახლომახლო ტუალეტები დატვირთვას ვეღარ უძლებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სათასო შეხვედრების დროს, რადგან...

მაინძელო! – იუნაიტედი სიტის შეშვებას სთხოვს
ჩანაწერი

მაინძელო! – იუნაიტედი სიტის შეშვებას სთხოვს

იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ სიტის” ხმაურიან მეზობლებს ეძახდა — სულ ეს იყო. დღეს კი „სიტი” თითქმის ინგლისის ჩემპიონია და არა მარტო. დღეს „სიტი” ის კლუბია, რომელმაც „იუნაიტედი” შეიძლება გარკვეული ხნით შეიკედლოს კიდც. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ოლდ ტრეფორდის” რკონსტრუქციას აპირებს და სანამ „ოცნებათა თეატრში” ფეხბურთელების ნაცვლად მშენებლები იტრიალებენ, გუნდს სხვაგან...