„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა. სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი...
ჭდე: ნემანია მატიჩი
მორალური სპორტი
აბა, რა უნდა ექნა? სხვა გზა არ ჰქონდა… სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ… ეს და ამის მსგავსი ფრაზები, ალბათ, ყველას მოგვისმენია და როგორც წესი, ისეთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად გამოიყენება ხოლმე, მორალურ ასპექტს რომ შეიცავს. აი, მაგალითად, რა უნდა ქნას ფეხბურთელმა, რომელიც გასახდელში შედის და იქ სათამაშო ფორმაზე ამოტვიფრულ მისთვის მიუღებელ სიმბოლოს აღმოაჩენს? ეს ამბავი 2 წლის...
მანჩესტერ იუნაიტედის პოლირება
ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუგებრობა დასრულდება და პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინგლისური მას-მედია იხსენებს, რომ შარშან ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა და ძალების ახალ ადგილას მოსინჯვა მინდაო. მას მერე 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის შეწყვეტამდე მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად კოჭის ტრავმით იყო...
ჩელსის იყო და არა იყო რა ფეხბურთელი
ზოგს შეიძლება გაუგია, ზოგს კი არა. არის ასეთი ფეხბურთელი ჯორდან ჰაფტონი, რომელიც 2018 წლის შემდეგ ინგლისის პირველი ლიგის (ზემოდან მესამე დონეა) „დონზში” თამაშობს, ადრე კი „ჩელსიში” იყო. უფრო სწორედ, მთლად „ჩელსიშიც” ვერ იყო… მოკლედ, ისტორია ასეთია: — „უიმბლდონთან” ამხანაგურს ვთამაშობდით, — იგონებს 24 წლის ნახევარმცველი, — მაშინ „ჩელსის” მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიუ. და შესვენებაზე ჟოზემ...



