მასიმილიანო ალეგრი „მილანის’’ ახალი მწვრთნელია. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა. კლუბსა და ფეხბურთის ლივორნოელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა. ალეგრის „როსონერი’’ ადრეც გაუწვრთნია: 2010 წლის ზაფხულიდან 2014 წლის იანვრამდე. როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, გარიგებაში გადამწყვეტი როლი მილანელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალბანელმა ვეტერანმა იგლი ტარემ ითამაშა. ის პირადად შეხვდა „კალიარისა’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილა თავკაცს და საქმე მოაგვარა. გუშინ…
მართალია „ნაპოლის” კარს უკვე სერია A-ს მომდევნო თამაში მოადგა, მაგრამ ლაპარაკი ბოლო შეხვედრაზე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა, არ წყდება. რადიო Kiss Kiss-ის ჟურნალისტი კარლო ალვინოც გასული შეხვედრის თემას დაუბრუნდა. მან „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი გამონათქვამები გაიხსენა და შეაფასა: „მაშ, „იუვენტუსი” გამარჯვებას იმსახურებდა? მაშ, ალეგრი ამბობს, რომ მისმა გუნდმა „ნაპოლიზე” მეტი…
„დღეს ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმშივე გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდის პროცესისთვის ასეთი წარუმატებლობის გადატანა ნორმალურია. ისინი ამ გზით უფრო დიდ ბალანსს მიაღწევენ. რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებენ გამოცდილებას, მით უკეთესია. იმავდროულად უნდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. ის ცხრილში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ 11 თამაში…
ეს მასიმილიანო ალეგრის პირველი შოუ არ იყო. ალბათ, არც ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ „სან სიროზე” მისი „იუვენტუსი” მასპინძელ „მილანს” 1:0-ს უგებდა და საბოლოოდ მოუგო კიდეც, მან ბოლო წუთებზე მაინც მოაწყო ისტერიკა, წიხლი ურტყა სარეკლამო დაფას, ისროლა წყლის ბოთლები, იყვირა, ჯერ თავისი პიჯაკი დაანაცხ მიწაზე, მერე კი ჰალსტუხი. მიზეზი? მწვრთნელმა როგორც ყოველთვის ჩათვალა, რომ შეხვედრის…
„დიდ შედეგებს რომ მიაღწიო, ნიჭი და დისციპლინა გჭირდება. ამ ორი თვისებით კი ის ყველას სჯობია”, — ეს სიტყვები „იუვენტუსის” ახლმა (და „ნაპოლის” ყოფილმა) სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის შესახებ თქვა, შემდეგ კი დასძინა: „გასული სეზონი განსაკუთრებით რთული იყო. ასეთ დროს კი „იუვეს” ამოცანებს თავს მხოლოდ ალეგრის კალიბრის ფიგურა თუ გაართმევდა. მას…
ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” გაუშვეს, ყიდიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურინულმა კლუბმა 36 წლის ვეტერანთან დაკავშირებით, რომელიც „ბებერ ქალბატონს” 13 წელი ერთგულად ემსახურა. ამ 13 წლის განმავლობაში იყო ერთი წელიწადი, როდესაც ბონუჩი „მილანში” გამოდიოდა. და აი, გამოცდილი მცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის. „იუვეს” ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი და მისი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა გუშინ ბონუჩის…
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა….
დანიელე ადანი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „ბრეშაში”, „ფიორენტინაში”, „ინტერსა” და სხვა კლუბებში, „სკაუადრა აძურაში” 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ინგლისის ნაკრებთან. კარიერის დასრულების შემდეგ ადანიმ ქვედა დონეებზე სცადა მწვრთნელობა, შემდეგ კი ტელეკომენტატორის საქმეს მიაგნო და დღემდე ეკრანზეა. ვეტერანი მცველი თამამ გამოთქმებს არ ერიდება. ასე მაგალითად, მან ლეო მესი ქრისტეს შეადარა, თქვა, რომ…
„ყოჩაღ, თქვენ სკუდეტოს მოგება მოახერხეთ”, — ეს სიტყვები, „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის. ასე, ირონიულად მიმართა იტალიის ექვსგზის ჩემპიონმა მწვრთნელმა („მილანი”, „იუვენტუსი”) 23 აპრილს, „ალიანც სთედიუმზე”, „ნაპოლის” სათადარიგოთა სკამს. შეხვედრა იყო დაძაბული, დრამატული. გაიმარჯვეს სტუმრებმა 1:0. ამ მოგებით „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა სერია A-ს ჩემპიონის წოდება, „შავ-თეთრების” ბანაკს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ უსამართლოდ გაიმარჯვა. ალეგრის…
„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, ტურინში, „ალიანც სთედიუმის” გამოსასვლელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. გამარჯვებული „ნაპოლის” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის შეხვდა დამარცხებული „იუვეს” თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე მარკო ლანდუჩი და როგორც „ლა სტამპა” წერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლანდუჩი სავარაუდოდ მსაჯობით იყო უკმაყოფილო და როგორც შეხვედრის დელეგატმა თავის ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნა სპალეტის ასე მიაძახა: „მელოტო მძღ…ო, იცოდე შენს გულს…
დღეს ტურინის „ალიანც სტედიუმზე” „იუვენტუსი” „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ტურინელებს 16 ქულით უსწრებს. გასული კვირა შავ-ლურჯებისთვის მნიშვნელოვანი ამბებით იყო დატვირთული. უპირველეს ყოვლისა, გუნდს დაუბრუნეს ჩამორთმეული 15 ქულა, რის წყალობითაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და „ლაციოს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ამას დავუმატოთ, რომ გუშინ რომაელებმა შინ წააგეს „ტორინოსთან”,…
მილანში, „სან სიროზე”, „იუვენტუსმა” „ინტერს” 1:0 მოუგო, რის გამოც „ინტერმა” მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს, „ნაპოლის” უკვე 21 ქულით ჩამორჩება. მეორეზე „ლაციოა”, რომელმაც დედაქალაქის დერბიში „რომას” 1:0 მოუგო. „ნაპოლი” „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. „ინტერისა” და „იუვეს” შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. მას პასი ფრანგმა ადრიენ რაბიომ მიაწოდა, თუმცა ეპიზოდმა დავა გამოიწვია. მასპინძელთა…
დღეს, შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება, სერია A-ში დიდი მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრეს-კონფერენციები გამართეს და არც ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ თამაშებზე თქვეს უარი. ასე მაგალითად, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფავორიტი „ნაპოლია” და გამარჯვება „აძურისთვის” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გუნდისთვის. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლააო. ამის პასუხად „ნაპოლის”…
„რომას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ამ სეზონში „იუვენტუსის“ თამაშის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ: „მაქსი ალეგრი ამბობს, რომ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და მინიმალური მიზანი მეოთხე ადგილია. ეს ტყუილია, რომელიც ძალიან მაღიზიანებს. მან შესანიშნავად იცის, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ლიგაში საუკეთესო გუნდები არიან და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ. შეიძლება ხედვებში განსხვავება გვქონდეს, მაგრამ თუ მოტყუებას დამიპირებთ, სათანადოდ…
ანტონიო კასანო ხშირად აკეთებს მკვახე განცხადებებს და ამბობს, რომ ვერ იტანს მშიშარა მწვრთნელებს და ასეთებს ეძახის მათ, რომლებიც უფრო დაცვაზე აკეთებენ აქცენტს. „იტალიური ფეხბურთი ნაგავია. მე ვამბობ კაპელოსა და ალეგრის ფეხბურთზე. ასევე სიმეონეზეც. საბედნიეროდ, ასეთი სტილი ნელ-ნელა არქივში მიდის, მაგრამ იტალიაში მაინც ბევრი მისდევს და ეს ცუდია. გამონაკლისებიც არიან, მაგალითად, მომწონს გასპერინი და მანჩინი. …რა…
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონი ამ სეზონში ვერ გახდება. თავს იზღვევს, ეშმაკობს თუ გულწრფელია 54 წლის სპეციალისტი, აბა, რა გითხრათ… „ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, სკუდეტოს მოსაგებად 85 ქულაა საჭირო, ჩვენ კი ამდენს ვერ ვაგროვებთ. გასულები ვართ იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფიორენტინას“ ვხვდებით. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალის“ ბარიერი უნდა გადავლახოთ, ხოლო ყოველწლიურად…
„იუვენტუსი“ ძალასა და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. „ბებერი ქალბატონი“ ყოველი ტურის შემდეგ შორდება სერია A-ს მწვერვალს. გაჩნდა საშიშროება, რომ იტალიის ყველაზე საყვარელი და საძულველი კლუბი გაისად შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც კი დარჩეს. შაბათს, „იუვემ“ მე-16 ადგილზე მყოფ „ვენეციასთან“ 1:1 ითამაშა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლი“ მეოთხე ადგილზეა. გულშემატკივრებს განსაკუთრებით არ მოსწონთ…
„იუვენტუსის“ ესპანელ თავდამსხმელს ალვარო მორატას მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მოკეტეო“ მკვახედ მიაძახა. ეს მოხდა „ჯენოასთან“ შეხვედრაში, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა“ 2:0 მოიგო. 72-ე წუთზე მორატამ „ჯენოას“ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა ესპანელი დააჯარიმა. მორატა აღშფოთდა, თავი ვეღარ მოთოკა და მსაჯს, აგრეთვე მეტოქე გუნდის მცველ დავიდე ბირასკის ლანძღვა დაუწყო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. მასიმილიანო ალეგრიმ ფორვარდის ქცევა სახიფათოდ მიიჩნია…
გუშინ, სერია A-ში, „რომამ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. როგორც გაირკვა, ეს იყო რომაელთა პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ზედიზედ 42-ე გამარჯვება შინ, იტალიის ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით მან თვით მასიმილიანო ალეგრის გადაასწრო, რეკორდი მოუხსნა. „ჩემი მენტალიტეტი არ შეცვლილა, — თქვა მოურინიუმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში, — მე რეკორდებზე კი არა, ყოველთვის შემდეგ თამაშზე ვფიქრობ. მაგრამ, მაინც მინდა დიდი…
„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა…
აღარაა საიდუმლო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ წავა. მის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის და რაულის კანდიდატურები განიხილება. ზოგი წყაროს თანახმად პრიორიტეტულად იტალიელის ვარიანტი ითვლება. 53 წლის ალეგრის „იუვენტუსში“ და „მილანში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და ტოპ-სპეციალისტად ითვლება. მას ახლაც აქვს შეთავაზებები იტალიური კლუბებისგან, თუმცა მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს. როგორც ამბობენ, წინა კვირაში ის მადრიდული კლუბის…
„მარკა” ადასტურებს: ზინედინ ზიდანს თავისი ფეხბურთელებისთვის უკვე ნათქვამი აქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან მიდის. ეს ამბავი გასულ შაბათს, 8 მაისს მომხდარა. ლა ლიგაში „სევილიასთან” თამაშის (2:2) წინა დღეს, ვარჯიშის შემდეგ. იმ კვირაში „რეალი” „ჩელსისთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ 8 მაისის პრეს-კონფერენცია უჩვეულოდ გვიან დაიწყო და ახლა ნათელია, რომ დაგვიანების მიზეზი…
სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებენ მედიასაშუალებები, რომლებსაც “რეალის” კულუარებზე წვდომა აქვთ. ფრანგი გუნდიდან იმის მიუხედავად წავა, რომელ ადგილს დაიკავებ გუნდი პრიმერაში. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს. დირექტორთა საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ, ის დარჩენაზე დაიყოლიონ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ზიზუს ანდრეა ანიელიმ მოუსინჯა კბილი და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ “იუვენტუსის” გაძღოლას სთავაზობს….
იტალიის ნაკრების დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები. ვაპირებ, საკლუბო მწვრთნელის რანგში გავაგრძელო კარიერა. ვინ შეიძლება ჩაიბაროს ნაკრები? შესაძლოა, ანჩელოტიმ, ალეგრიმ ან გასპერინიმ ითავონ ეს საქმე.” მანჩინიმ 2018 წელს ჩაიბარა ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ათიდან ათი მოგებით დაასრულა. ჯამში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 21-მატჩიანი…
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელ მწვრთნელ ტომას ტუხელს წყალი შეუდგა. გუნდი ვერც ევროტურნირებზე აჩვენებს საჭირო თამაშს და ვერც შინაურ პირველობაზე. მართალია პსჟ პირველ ადგილზეა, მაგრამ ხელმძღვანელობა ხარისხით არის უკმაყოფილო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელები ტუხელთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადამდე გაწყვეტენ, ხოლო მის ნავლად გუნდში მასიმილიანო ალეგრის მიყვანენ. იტალიელ სპეციალისტზე თვალი მილანის „ინტერსაც“ აქვს დადგმული, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად…
სულ 38 წუთი დასჭირდა ხოსეპ გვარდიოლას „სიტის“, რომ ოლე-გინარ სულშერის „მანჩესტერისთვის“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 23 წელიწადში უმწვავესი ალიყური აეწნა. ნორვეგიელი მწვრთნელი მოხსნასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, კლუბიდან გაშვება ტკბილ სიზმრად მოეჩვენოს. სულშერს სერიოზული პრობლემები შეექმნა მისსავე სამშობლოში. როცა 2018 წელს ნორვეგიის საგადასახადოში დეკლარაცია წარადგინა, „მანიუსთან“ მსუყე კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა…
არსენალის ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გაუშვან გუნდიდან. ბრიტანული პრესა წერს, რომ ემერის უკვე ყველა ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა და მას უკვე ვეღარ იტანენ… ხუთშაბათ საღამოს, აინტრახტთან ევრპა ლიგის 1:2 წაგებული შეხვედრისას ემირეითსის ნახევრადცარიელ სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომლებზეც Emery out (ემერი წადი) ეწერა. უმალ ყველას არსენ ვენგერის ბოლო წელიწადი გაახსენდა…
ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც…
სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა…
მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი — აი, კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება „ჩელსის” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალონ. სარის საქმე კი ისეა, რომ ინგლისური მას-მედია ერთსულოვნად აცხადებს, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც” თუ დამარცხდა აუცილებლად მოხსნიანო. გარდა იმისა, რომ „ჩელსის” ბოლოხანს ცუდი შედეგები აქვს — რამაც კლუბის დირექტორატი შეაწუხა — საკუთრივ სარის ფანებთან…
კატალონიური პრესა წერს, რომ თუ „რეალი” მაურისიო პოჩეტინიოს ვერ გადაიბირებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის შესთავაზებს სამსახურს. იტალიელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსს” უდგას სათავეში „რეალისთვის” კარგი ვარიანტია. მას პოჩეტინიოსთან შედარებით ერთი დიდი პლიუსი აქვს — გამოცდილება. ალეგრის „ბებერი ქალბატონის” თავკაცის რანგში ხუთი „სკუდეტო” აქვს მოგებული. მან „იუვეს” ოთხჯერ ააღებინა ქვეყნის თასი, ხოლო 2015 და 2017 წლებში ტურინელები ჩემპიონთა…
რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა. ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და…
„იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ როდესაც ტურინიდან წავა, შემდეგ სამსახურს იტალიის გარეთ მოძებნის. ალეგრი „იუვეში” 2014 წლიდან მუშაობს, სადაც ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი ანუ გახდა როგორც ჩემპიონი ასევე თასის მფლობელი. ინგლისურ გაზეთებს მოჰყავთ მისი სიტყვები, რომ სანამ ნაკრების სათავეში ჩადგომაზე დაფიქრდება, ხუთ-ექვს წელიწადს ჯერ კიდევ საკლუბო ფეხბურთში გაატარებს. „უეჭველად უცხოეთში წავალ, — თქვა იტალიელმა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes