„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სრული სვლით მიდის მუშაობა მისი შემცვლელის მოსაძებნად. აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (პსჟ), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს „სევილიას“ თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა. შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და „მანჩესტერში“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება...
ჭდე: ლორან ბლანი
რით არის საინტერესო ბარსასთვის ბლანის კანდიდატურა?
ბოლო დღეებში ხმა გავარდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონას” მწვრთნელის თანამდებობაზე კიკე სეტიენი შეიძლება ფრანგმა ლორან ბლანმა შეცვალოს. ამ მოსაზრებამ ინტერესი და ხმაური გამოიწვია, კატალონიურმა მედიამ კი გაარკვია, საიდან გაჩნდა ბლანის „კამპ ნოუზე” მიყვანის იდეა. დამალული არ არის, რომ „ბარსელონას” თანამდებობაზე, ყველაზე მეტად, ახლო წარსულის დიდი ვარსკვლავის ჩავი ერნანდესის მიყვანა სურს, მაგრამ თავად ჩავის გაისამდე დაცდა...
ბლანი ბარსელონაში მეხივით გავარდა
აშკარად მოულოდნელ და სენსაციურ ამბავს ავრცელებენ ჩვენი ესპანელი კოლეგები – შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “ბარსელონა” ლორან ბლანმა ჩაიბაროსო. საფეხბურთო საზოგადოება თითქმის უკვე შეგუებული იყო, რომ გუნდის საჭეს ჩავი ერნანდესი ჩაიბარებდა. მაშ საიდან ლორან ბლანი? ამბობენ, რომ ეს მისი ყოვლისშემძლე აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომბინაციაა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტი ბლანის შრომით მოწყობაზე ფიქრობს. საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ყოფილი...


