ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ ცხოვრებას გულდასმით აკვირდება და წერს, რომ ლე მანში, საფრანგეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი გუნდის „პარი სენ ჟერმენის’’ ავტობუსი „მარი მარვინგტის’’ სახელობის სტადიონზე პარკირებისას სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. არავინ დაშავებულა. ავტომობილებიც მსუბუქად დაზიანდა. ფეხბურთელები ავტობუსში ცოტა ხნით დააყოვნეს. მათ უმნიშვნელო სტრესი განიცადეს.
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პარიზული გოლის ლოდინი უფრო დიდხანს გვიწევს, ვიდრე ველოდითო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ ლუის ენრიკემ ქართველი გარემარბი უკვე მესამედ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში, ის კი დუმს. წუხელ ეს საფრანგეთის თასის მერვედფინალში, სტუმრად „ლე მანთან’’ მოხდა. „პარიზიენი’’ აქვე დასძენს, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩას დიდად ვერც თანაგუნდელებმა შეუწყეს ხელი. გაზეთი იხსენებს 25 იანვარს და კვარაცხელიას…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes