Tag: ლადო კილასონია

Home ლადო კილასონია
შავმა ლომმა ისტორია დაწერა
Post

შავმა ლომმა ისტორია დაწერა

„შავმა ლომმა“ საფრანგეთში „მონტობანს“ 31:28 მოუგო! ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მოხდა ის, რასაც რაგბის ქართველი ქომაგები აგერ უკვე მესამე სეზონი ვლამობდით. მართალია, თავის სადებიუტო ცდაზე, 2023 წელს „შავმა ლომმა“ უელსური „სკარლეტსი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს ტოპ 14-ის იმდროინდელ აუტსაიდერ „ვანს“ ავჭალაში მოუგო, მაგრამ იმ ორ გამარჯვებაში ქართულ ფრენჩაიზს 4...

შევხვდებით საქართველოში!
Post

შევხვდებით საქართველოში!

იტალიაში დასრულებული მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიგო და ამ ქვეყნის ჰეგემონია რაგბზე უკვე გლობალურად და ყველა დონეზე დამყარდა. გადამწყვეტ მატჩში „ლიტლ ბოკემ“, ანუ „პატარა ქურციკებმა“ ახალი ზელანდიის 20-წლამდელები 23:15 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ გახდნენ საჩემპიონო ტიტულის მფლობელები. აქვე გეტყვით, რომ ზელანდიელებს 6 ჩემპიონობა დარჩათ, ინგლისელებს – 4, ფრანგებს – 3. ანუ 15...

შოტლანდია უკვე დაგვიმარცხებია…
Post

შოტლანდია უკვე დაგვიმარცხებია…

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ჩემპიონატის დასკვნით მატჩს იტალიის ქალაქ კალვიზანოს „სან მიკელეზე“ შოტლანდიელ თანატოლებთან გამართავს. ეს იქნება შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილს დაიკავებს. ფავორიტი საქართველოა, რომელიც ამ დონეზე შოტლანდიას კოშმარად ექცა. ამ გუნდების სამივე შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა და ზოგადადაც, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიისაზე საგრძნობლად ავტორიტეტულია – ბოლო წლებში ახალგაზრდა „ნარშავები“ მსოფლიო ჩემპიონატსა...

საქართველოზე პატარა ესპანეთი
Post

საქართველოზე პატარა ესპანეთი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 19 ივლისს „მსოფლიო რაგბის“ ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. ორშაბათს პატარა ბორჯღალოსნები აღნიშნული სტადიის ნახევარფინალში ესპანელებს დაუპირისპირდნენ და დიდი სხვაობითაც დაამარცხეს – 43:12. ლადო კილასონიას ყოჩაღმა ბიჭებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, რომელთაგან სამი საკუთარ ანგარიშზე მიხეილ შიოშვილმა ჩაიწერა. „ტულონის“ ზორბა 8 ნომერი მთელი ტურნირის განმავლობაში გამოირჩევა თანაგუნდელებს შორის, მისი ფიზიკური მონაცემები...

ნახევარფინალი ესპანეთთან
Post

ნახევარფინალი ესპანეთთან

უმცროსი ბორჯღალოსნების იტალიური თავგადასავალი ვერონის გარეუბან ვილაფრანკაში მდებარე ციცქნა სტადიონ „პაიანინი სენტერზე“ გაგრძელდება. ორშაბათს, 17:30-ზე დაიწყება საქართველოსა და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილისთვის ფინალში ირლანდიასა და შოტლანდიას შორის უძლიერესს, ხოლო წაგებული, შესაბამისად, ხსენებულ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება. ესპანეთის ნაკრები 20 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს და მიმდინარე პირველობაზე „პატარა ლომებმა“ სამივე...

კალვიზანოს დრამა
Post

კალვიზანოს დრამა

ის, რაც იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ მოხდა, რაგბის მოყვარულებს კარგა ხნით დაამახსოვრდებათ. მართალია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინიშზე მასპინძელ იტალიელებს 19:19 დაუზავდა და პლეი-ოფის აუტსაიდერთა ოთხეულში ამოყო თავი, მაგრამ მატჩის მსვლელობა, სატურნირო მიზნებისთვის ბრძოლის გარემოებები და საკუთრივ ქართველთა თამაში იმდენად დაუვიწყარი გახლდათ, რომ ამ სტრიქონების წაკითხვას აჯობებს მატჩის ხილვა...

გაგრძელდება ტრადიცია იტალიასთან ?
Post

გაგრძელდება ტრადიცია იტალიასთან ?

9 ივლისს, 22:30-ზე იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ დაიწყება საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრების დასკვნითი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. ლადო კილასონიას გუნდის მეტოქე იტალიის ნაკრებია – ტურნირის მასპინძელი და ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი. იტალიელებს 4 ქულა აქვთ – ირლანდიელი თანატოლების 18:16 ძლევისთვის. საქართველოს 20-წლემდელებმა კი თავისი 2 ქულა ხსენებულ ირლანდიელებთან 28:35...

მაინც ზელანდიაა – 19:38
Post

მაინც ზელანდიაა – 19:38

როგორც მატჩისწინა მიმოხილვაში ვივარაუდეთ, ზუსტად ისე მოხდა – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ახალზელანდიელ თანატოლებთან ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშა, 6-გზის მსოფლიო ჩემპიონის უკიდეგანო ავტორიტეტს არ მოერიდა და მართალია, 19:38 წააგო, მაგრამ ძალიან ღირსეული რაგბი აჩვენა და ოდნავ მეტი სიზუსტით რომ ეთამაშა, მეოთხე ლელოსაც გაიტანდა და, შესაბამისად, სანუგეშო ბონუსსაც მიიღებდა. უფრო მეტიც: მატჩი ისე დაიწყო, რომ თითქოსდა დასტურდებოდა...

ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე
Post

ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე

პარასკევს, 20 საათზე საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მეორე მატჩს დაიწყებს – ქალაქ ვიადანაში ლადო კილასონიას რაზმის მეორე მეტოქე „ჯუნიორ ოლ ბლექსი“ იქნება, რომელიც ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. დიახ, ახალი ზელანდიის 20-წლამდელები მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონები არიან, თუმცა, პირველ ტურში, მასპინძელ იტალიელებთან 14:5 მოგებულმა მატჩმა ცხადყო, რომ ეს...

სტარტზევე – 2 ბონუს ქულა
Post

სტარტზევე – 2 ბონუს ქულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო – ირლანდიელ თანატოლებთან 28:35 წააგო, მაგრამ რაკი 4 ლელო გაიტანა და ამასთან, 7-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 2 ბონუს-ქულა მიიღო. 4 გატანილი ლელო ხომ კარგია, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი იმედისმომცემი შეტევა ჩააფლავეს ლადო კილასონიას ნამდვილად ნიჭიერმა აღსაზრდელებმა მცირე უზუსტობების, კონცენტრაციის წამის მეათედით დაკარგვისა და სხვა...