მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2020 მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო — გერმანიას მოუგო 1:0, თან მიუნხენში. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად 28 წლის პოლ პოგბა დაასახელეს. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა, რაც არავის გაკვირვებია. სხვა საქმეა, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფრანგი ვარსკვლავის შემყურე ფანებს კითხვა უჩნდებათ: რატომ თამაშობს ის ეროვნულ გუნდში ბრწყინვალედ, კლუბში კი ხშირად ვერ...
