ჭდე: იოზუა კიმიხი

Home იოზუა კიმიხი
კაპიტანი კიმიხი
ჩანაწერი

კაპიტანი კიმიხი

მას შემდეგ, რაც ილქაი გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ნაკრების დღის წესრიგში ახალი კაპიტნის არჩევის საკითხი დადგა. ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგლესმანმა ახალი კაპიტნის ვინაობაც დაასახელა – ამიერიდან ბუნდესგუნდს მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი, იოზუა კიმიხი უკაპიტნებს. კიმიხი აქამდე ბუნდესგუნდის (რომლის შემადგენლობაშიც 91 მატჩი აქვს ჩატარებული) ვიცე-კაპიტანი...

სიტი და კიმიხი ზაფხულს ელიან
ჩანაწერი

სიტი და კიმიხი ზაფხულს ელიან

„მანჩესტერ სიტი“ „ბაიერნის“ ნახევარმცველ იოზუა კიმიხთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდება. „სიტი“ მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას სცადოს 28 წლის გერმანელის შეძენა. „ბაიერნს“ შეუძლია გაყიდოს ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა უარი თქვას კონტრაქტის განახლებაზე. მისი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ბავარიული კლუბი ეცდება მოთამაშისთვის ფული წლეულსვე მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიმიხი თავისუფალი აგენტი გახდება. კიმიხი ბაიერნში 2015 წლის ივლისიდან...

როგორც იქნა!
ჩანაწერი

როგორც იქნა!

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში 4:1 მოუგო „ჰერტას“. გაუჭირდებოდა… შედეგში და ანგარიშშიც არაფერია საკვირველი, მაგრამ ერთი უცნაურობაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი ვერ გაიტანა. ოთხიდან ვერცერთი. ამაზე თანაგუნდელებმა იხუმრეს და აი, მათი კომენტარებიც: იოზუა კიმიხი: „ლევა გასახდელში ცოტა გაბრაზებული იყო“. თომას მიულერი: „როგორც იქნა, ჩავატარეთ მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა… მოხარულები ვართ“. ამასობაში გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ...

კიმიხი ნაკორონევს
ჩანაწერი

კიმიხი ნაკორონევს

მიუხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი წლის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს („მაინცთან“ 11 დეკემბერს, „შტუტგარტთან“ 14 დეკემბერს  და „ვოლფსბურგთან“ 17დეკემბერს) – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. „თავს კარგად ვგრძნობ. კოვიდმა გამიარა, მაგრამ ფილტვებში გარკვეული ტკივილები მაქვს და ვერ ვვარჯიშობ. იმედია, იანვრიდან სრული დატვირთვით დავიწყებ მზადებას“, – ციტირებს კიმიხის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ 26 წლის გერმანერლს კორონავირუსი ნოემბრის...

ბაიერნმა ხელფასები დაქვითა
ჩანაწერი

ბაიერნმა ხელფასები დაქვითა

მიუნხენის „ბაიერნმა“ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასი შეუჩერა. „შავ სიაში“ არიან: სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მაიკლ კუიზენსი. ესენი ხელფასს ვერ მიიღებენ იქამდე, ვიდრე არ აიცრებიან. მათ „ბაიერნმა“ ხელფასები იზოლაციის დროსაც შეუჩერა, რადგან კორონავირუსის დასაცავად აცრა არ გაიკეთეს. „ბაიერნს“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგმა“ 2:1 სძლია. იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კიმიხს,...

რა უთხრა ბაიერნის პრეზიდენტმა ჩინელებს
ჩანაწერი

რა უთხრა ბაიერნის პრეზიდენტმა ჩინელებს

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 32 წლის პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი უეჭველად „ბაიერნში” დარჩება. ეს ბავარიელთა პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ჩინურ მას-მედიასთან საუბრისას თქვა. „ლევანდოვსკიმ კონტრაქტის თანახმად „ბაიერნში” კიდევ ორი წელიწადი უნდა დაჰყოს, — თქვა ჰაინერმა, — ერთი ხნის წინ, ასეთსავე კითხვაზე ვუპასუხე, რომ მე მას ძალიან იოლად წარმოვიდგენ ჩვენს გუნდში კიდევ ორი სეზონის განმავლობაში. მოკლედ, ლევანდოვსკი, რომ შემდეგ...

კაი ბიჭი
ჩანაწერი

კაი ბიჭი

„ლევერკუზენში“ კაი ჰავერცის დებიუტი 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბრემენის „ვერდერთან“ 2:1  მოგებული შეხვედრისას შედგა. მაშინ, ის 17 წლისა და 126 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ფარმაცევტების“ ფორმა მოირგო. ლევერკუზენელთა ტალანტმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, აქამდე არავინ ყოფილა, ამ ასაკში 35 გოლი გაეტანა. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის დიდებულ ფორმაში...

ბაიერნმა სისხლის სუნი აიღო
ჩანაწერი

ბაიერნმა სისხლის სუნი აიღო

ხშირად ამბობენ, გრანდების ჩამოწერა არ შეიძლება, ისინი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა არიანო. სწორედ ეს მგონია მიზეზი, რამაც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მიყოლებით 3-ჯერ მოაგებინა. იცოდნენ სადაც თამაშობდნენ და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ჰქონდათ. ეს დიდი გუნდების დამახასიათებელი ნიშანია… „ბაიერნის“ გულშემატკივრები კი ნიკო კოვაჩს ხშირად აკრიტიკებენ. მიზეზი გასაგებია, ეს ხალხი ყოველთვის რეკორდმაისტერის უპირობო დომინაციას მოითხოვს. მიუნხენური გრანდი იმიტომაც არის „რეკორდმაისტერი“,...