არადა ითქვა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს სწორედ დროებითი მწვრთნელით დაიწყებს… ამით ნამდვილად ვერავინ გაგვაოცებს. დროებითების მეტი რა გვყოლია. ზოგი სულაც ორჯერ (ვლადიმერ გუცაევი) ისეც ყოფილა, სამ დროებით მწვრთნელს ზედიზედ (ივო შუშაკი, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა) წელიწადნახევარი უმართავს ნაკრები, მაგრამ ის სხვა იყო – ჩაგდებული ციკლები, ვადაზე ადრე მწვრთნელის გაშვებები თუ წასვლები და...
