Breaking News

ივან ლენდლი

ზვერევი: პირველი მეორედ

1990 წლის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს აჯობა. გერმანელმა ნახევარფინალში პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში – მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი. გადამწყვეტ მატჩში ზვერევმა თითო სეტში თითო ბრეკ პოინტი გამოყენა და 6:4; 6:4 მარტივად იმარჯვა. წლის შემაჯამებელი ტურნირი გერმანელმა მეორედ მოიგო….

Read more

რაფა – მეოთხე უდიადესი

პარიზის „მასტერსის“ მეორე წრეში რაფაელ ნადალმა სამ სეტში თანამემამულე ფელიციანო ლოპესს 4:6, 7:6, 6:4 მოუგო. ეს მის კარიერაში მე-1000 გამარჯვება იყო. დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ესპანელი ისტორიაში მეოთხეა, ვინც ეს ბარიერი გადალახა. მასზე წინ მხოლოდ ივან ლენდლი (1068), როჯერ ფედერერი (1242) და ჯიმი კონორსი (1274) არიან.

Read more