კრიშტიანუ რონალდუს მორიგი ისტორიული საღამო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ათი კაცით დარჩენამ და „იანგ ბოიზთან“ 1:2 წაგებამ დაჩრდილა. საღამო რონალდუსთვის ისტორიული იმიტომ იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ის იკერ კასილიასს გაუტოლდა. მცირე ისტორიულ შედეგად კი ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა, ლიგის პირველსავე შეხვედრაში გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ თანამემამულის, ბრუნო ფერნანდეშის პასით მე-13 წუთზე...
