ესეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი იაღლიში. ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება. რატომ იყო ეს ფაქტი დასამალი? ფედერაციაში მშვენივრად იცოდნენ, რომ სკანდინავიელებთან თამაშითვის დისკვალიფიცირებული იყვნენ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი. მწვრთნელზე კრინტი არ დაუძრავს. რატომ? სანიოლის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორი გაფრთხილებაა. პირველი ბარათი ფრანგმა სპეციალისტმა ესპანეთთან „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრისას მიიღო, როდესაც…
აი, ქართულ ფეხბურთზე ბრეჟნევი რატომ უნდა გაგახსენდეს?! უფრო სწორად, ანეკდოტი, რომელიც „უძრაობის ხანად“ წოდებულმა იმ ეპოქამ დაგვიტოვა – ბრეჟნევი თავის სპეცვაგონში ზის და პოლიტბიურო ვაგონს აჯანჯღარებს, რომ მოძრაობის ილუზია შეუქმნასო. დაახლოებით ასეთ დღეში ვართ: ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი ვაგონში ზის და ფეხბურთის ფედერაცია აჯანჯღარებს. განსხვავება ისაა, რომ თავს აღარავინ იტყუებს. თუ არ გჯერათ, სფფ-ის ვებ…
ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, სიახლეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც. გუნდის გაძღოლა რამაზ სვანაძეს ანდეს. გეხსომებათ, სვანაძე საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი იყო ესტონეთთან მატჩისას, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა. 39 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩვენ, როგორც მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს…
გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა. დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა. „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes