კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე მშვიდობიანად დაიწყო. მე-10 ტურს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სატურნირო ცხრილში. ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:0 დაამარცხა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერდ რჩება. ყოფილმა საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „დინამოს“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ამ ტურში ორი დერბი გაიმართა და...
ჭდე: ვლადიმერ მამუჩაშვილი
დედა, რა იყო ეს?!
ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...
ბათუმი პირველზე მყარად დადგა
„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ...
ბათუმი მეორეშიც პირველია
დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან. გულისხმიერი ჭია ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე...
ჩხეტიანი დილამ შეიწირა
32-ე ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში საგრძნობი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა, „დინამომ“ და „ბათუმმა,“ ერთნაირი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვეს და მათ შორის ქულათა სხვაობა ისევ ოთხია ზღვისპირელთა სასარგებლოდ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმელები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ჩემპიონობას. სეზონის დამთავრებამდე ხომ სულ რაღაც ოთხი ტური დარჩა. „დინამომ“ კვირას უმასპინძლა „თელავს“ და დამაჯერებლად მოიგო. ზორან...
დინამომ გაიღვიძა
ვითომ „დაბრუნდა“ „დინამო“? ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხეს 5:1. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ანგარიში. ცხადია, მატჩის მსვლელობაზე შესვენების შემდეგვე სტუმარი გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ „დინამო“ ისედაც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ....
ორჯერ წაგებული
ორჯერ უგებდა ბათუმის „დინამო“ უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაო ეტაპზე ორჯერ, შინ და სტუმრად უგებდა თურქულ „სივასპორს“, მაგრამ ფლეი ოფში მაინც მეტოქე აღმოჩნდა. ბათუმში, მამუჩაშვილის გოლით დაწინაურებულმა დინამოელებმა ჯერ საპასუხო გოლი გაუშვეს, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე – საერთოდ წააგეს. საშინაო ჩამორჩენა გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად მეორე ტაიმში „ამოქაჩა“ და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა....
როცა თამაში მოგებული გვეგონა…
უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ შინ თურქულ „სივასსპორთან“ 1:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ საქმე გაირთულა. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა თურქეთში ჰანდიკაპით ჩავსულიყავით. მამუჩაშვილის გოლით „დინამო“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა და ჩვენებს მერეც ჰქონდათ საგოლე მომენტები. თუმცა, მანამდე უღიმღამოდ მოთამაშე „სივასმა“ როგორც კი თამაში ააჩქარა, ზღვისპირული გუნდის დაცვაში პრობლემებმა იჩინა თავი და თურქებმა...
შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი. კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა,...








