Tag: ვიტესი

Home ვიტესი
ეგოიანი ერედივიზიონში ითამაშებს
Post

ეგოიანი ერედივიზიონში ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდური ერედივიზიონის „ექსელსიორთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „როდესაც გავიგე, რომ „ვიტესის“ დატოვება შემეძლო, რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკება გავმართე, მათგან საუკეთესო შთაბეჭდილება „ექსელსიორმა“ დატოვა და აქ გადასვლა გადავწყვიტე. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ნდობა ვიგრძენი. ვფიქრობ, რომ ერედივიზიონში სათამაშოდ მზად ვარ, ეს ჩემი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. შეტევაში თამაში მიყვარს, თუმცა, შემიძლია გუნდს...

კაშიას ყოფილი კლუბი შეიძლება გაქრეს
Post

კაშიას ყოფილი კლუბი შეიძლება გაქრეს

ჰოლანდიაში „ვიტესი’’, რომელიც ჩვენთვის გურამ კაშიას სახელთან არის დაკავშირებული, გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. არნემის კლუბი ნიდერლანდებში სიძველით  მეორეა, ის 1892 წელს არის დაარსებული, მაგრამ ისტორიამ ვერ უშველა: 1 აგვისტოს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, უფრო სწორედ კი მისმა სააპელაციო კომიტეტმა პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის გადახედავზე უარი შეუთვალა. „ვიტესმა’’ აპელაცია ჯერ კიდევ 2024 წელს შეიტანა. მას ჯარიმის სახით...

ჟორდანიას ავსტრიული სარბიელი
Post

ჟორდანიას ავსტრიული სარბიელი

დღე-დღეზე ავსტრიულ ფეხბურთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი, უწინ ნიდერნალდური „ვიტესის“ ხემლძღვანელი მერაბ ჟორდანია გამოჩნდება. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ჟორდანია  ვენის „აუსტრიას“ დირექტორატში იქნება. სხვათა შორის, ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ამას წინათ საქართველოშიც გაამხილა, თუმც ჩანს, საქმე უკვე დასარულს მიუახლოვდა. სავარაუდოდ, მერაბ ჟორდანია კლუბის ერთ-ერთი მმართველი იქნება. მეტს კი ავსტრიელები ამ დღეებში...

ბარსა კუმანს ჩააბარეს
Post

ბარსა კუმანს ჩააბარეს

გადაწყვეტილი ამბავია – რონალდ კუმანი „ბარსელონას“ გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და კატალონიურ კლუბს 2022 წლის ზაფხულის ჩათვლით უთავკაცებს. ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია დღეს შედგება და ყველა სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაივლის. ფეხბურთელის რანგში კუმანმა „ბარსელონას“ მაისური 1989-95 წლების ჩათვლით მოირგო. 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 3-ჯერ – სუპერთასის, ხოლო თითოჯერ სამეფო თასი, ჩემპიონთა თასის და...

შრიოდერის რეკორდი
Post

შრიოდერის რეკორდი

საფეხბურთო კლუბი „ჰოფენჰაიმი“ მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შრიოდერს დაემშვიდობა. კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებ გვერდზე დაადასტურა. „სოფლელებსა“ და ნიდერლანდელ სპეციალისტს შორის ხელშეკრულების გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმებით მოხდა, თუმცა გარკვეულ უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც კლუბის განცხადებაში წერია, ხელმძღვანელობა და შრიოდერი სხვა და სხვა აზრის იყვნენ გუნდის შემდგომ განვითარებაზე, შედეგად თანამშრომლობას აზრი არ ჰქონდა. შრიოდერის განთავისუფლება აღსანიშნია იმ ფაქტის გამოც,...