„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება. ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. 1903 წელს დაარსებული სარაგბო კლუბის გუნდმა 1967 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესაა „მონტობანის“...
ჭდე: ვასილ კაკოვინი
ორი განსხვავებული შავი ლომი
„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. 2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“ დიდი გაჭირვებით მოიგო – 17:14. შარშან ეს მეტოქეები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს და...
ლეგიონი: 4 ლელო და 28 ქულა!
გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე – ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით აღნიშნა. ჩემპიონთა თასი დავით ნინიაშვილს ჩელენჯ კაპზე უამრავი მატჩია აქვს ჩაატარებული, არაერთი ლელოც დაუდია და ეს...
…დანარჩენები იბრძვიან
გასულ უქმეებზე სარაგბო ევროთასების მორიგი ტური გაიმართა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში მეორე წრე დაიწყო. ხსენებულ ტურნირებში სამ ათეულამდე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის მონაწილე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ზუსტად 23-მა ქართველმა ითამაშა. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ პრო დ2-ის მოულოდნელი მაჩანჩალა „ბიარიცისა“ და საქართველოს ნაკრების 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, რომელმაც, როგორც იქნა, სეზონში ლელოთა პირადი...
ლექსოს 150-ე და რასინგის ლიდერობა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში მე-8 ტური გაიმართა. მართალია, ტოპ 14-ის ამ უქმეებმა ქართველი მორაგბეების ინდივიდუალური გაბრწყინებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ბოლოდან დავიწყოთ: ტურის დასკვნით მატჩში დედაქალაქურმა „რასინგ-92“-მა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლა როშელს“ უმასპინძლა და ბონუსით, 32:10 დაამარცხა, რამაც „რასინგი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში...
კარკაძის და შვანგირაძის სუპერსტარტი
ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს. კერძოდ, ცუდი არასასურველი სპორტული ფორმის მიზეზით მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის ვერმოხვედრილმა ვანო კარკაძემ „მონპელიეში“ თავის სადებიუტო მატჩში ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დაალელოვა, ხოლო ნაკრებს მიღმა მესამეხაზელებში უდიდესი კონკურენციის პირობებში მიღმა დარჩენილმა ბექა შვანგირაძემ თავისი „ორიაკის“ პირველი სეზონური ლელო გაიტანა და გუნდის მიერ „რუანის“ ძლევაში...
38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
პრო დ2-ის კვალდაკვალ, მეორე დღესვე, 18 აგვისტოს ტოპ 14-იც იწყება – ევროპაში უძლიერესი შიდა ჩემპიონატი. საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგა 14 კლუბისგან შედგება და 13 მათგანში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ ერთი ქართველი მორაგბე მაინც ირიცხება. ის ერთადერთი, ქართველების „უარმყოფელი“ გახლავთ „ტულუზი“ – საფრანგეთის ჩემპიონი. ამ კლუბში, ვასილ კაკოვინის წასვლის შემდეგ არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია… ამასობაში, ვიდრე ახალი...
გიგაშვილმა ლელოთი დახურა
მილეული სარაგბო საკლუბო სეზონი ფინიშზე ერთობ არეულად მივიდა. აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ ინგლისში, იუნაიტედ ჩემპიონშიპში და პრო დ2-ში პლეი-ოფის ფინალები გაიმართა და ჩემპიონებიც გამოვლინდნენ. აი ევროპის უძლიერეს ლიგა ტოპ 14-ში კი გასულ კვირას რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა და პლეი-ოფი კი მომავალ უქმეებზე დაიწყება. ტოპ 14 საფრანგეთის მთავარი ლიგის რეგულარული სეზონი „ტულუზმა“ მოიგო, რომელმაც...
10-კაციანი ლეგიონის ამბები
გასულ უქმეებზე ევროპული რაბის ელიტურ ჩემპიონატებში ქარველთა სიმრავლე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა – საფრანგეთის ტოპ 14-ში მხოლოდ 9 ჩვენებურმა ითამაშა და ამათ გარდა ინგლისში ნიკა აბულაძეც გამოჩნდა. ტოპ 14 ლიგის ლიდერმა „ტულუზმა“ პარიზში „სტად ფრანსესთან“ 10:19 წააგო, თუმცა 71 ქულით ლიდერობა მაინც შეინაჩუნა. დედაქალაქელთა რიგებში ბოლო 17 წუთი თამაშში ვასილ კაკოვინმა დაჰყო. „სტად ფრანსემ“ 64 ქულა...
7 ქართველი ევროთასებზე
გასულ უქმეებზე რაგბი დუღდა: ევროპულის საკლუბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო. ჩემპიონთა თასი აქ ქართველებს არ უთამაშიათ, არადა მთავარი ევროთასის მერვედფინალში ქართველთა ხუთმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა, სანდრო ქუნთელიას „ლა როშელმა“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ – 29:26. ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „ალსტერს“ დამაჯერებლად აჯობა – 30:15. აი, ნიკა აბულაძის ახალ...









