რა ცუდია ყველაფერი დაკეტილი რომ არის, ეშლი ბარნსი გინდა მანჩესტერის და გინდა ლესტერის ნებისმიერ პაბში შევიდოდა, გემრიელად გამოთვრებოდა და პენის არავინ გადაახდევინებდაო. გუშინ ბარნსმა, „ენფილდზე”, გაიტანა გოლი, რომელმაც ამ სტადიონზე, „ლივერპულის” წაუგებელ სვლას 68 მატჩზე დაუსვა წერტილი და ზოგი მიმომხილველის აზრით, მერსისაიდელთა გუნდში ბზარები გააფართოვა. „ბარნლიმ” „ლივერპულს” ლივერპულში მოუგო 1:0. შედეგად, ცხრილის ორივე ბოლოში მდგომარეობა...
