Tag: ექტორ ბელერინი

Home ექტორ ბელერინი
ბელერინის პრობლემები
Post

ბელერინის პრობლემები

ექტორ ბელერინს „არსენალიდან” წასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით იძულებულია ლონდონში ივარჯიშოს. 27 წლის მცველმა გასული სეზონი ესპანურ „ბეტისში” გაატარა, სადაც „სამეფო თასი” მოიგო. მას უნდა სევილიის კლუბში იჯარით კი არ იყოს, არამედ საფუძვლიანად გადაბარგდეს; ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ცრემლებადაც დაიღვარა, რადგან განშორებას განიცდიდა. პრობლემა ის არის, რომ „ბეტისს”, რომელსაც ცნობილი ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უდგას...

ბელერინმა უკრაინის მხარდაჭერა და სხვების დავიწყება რასიზმიაო
Post

ბელერინმა უკრაინის მხარდაჭერა და სხვების დავიწყება რასიზმიაო

„ბეტისის“ მცველს, წლობით „არსენალში“ თამაშით ცნობილ 27 წლის ექტორ ბელერინს უკრაინის ომზე ჰკითხეს. შეიძლება გულუბრყვილოდ გეჩვენოთ, მაგრამ კითხვა ასეთი იყო: რატომ მიიპყრო ამ კონფლიქტმა სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი ყურადღება? ინტერვიუს „მარკას“ დახმარებით La Media Inglesa იწერდა. ბელერინმა თქვა: „ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ჩვენთან ამ ომს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე სხვა ომებს. არ...

კვიპროსელი თურქები არსენალის წინააღმდეგ
Post

კვიპროსელი თურქები არსენალის წინააღმდეგ

„არსენალს” ორმაგ სტანდარტებსა და მესუთ იოზილის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი. კვიპროსელ თურქთა ასოციაციის საბჭომ პრემიერლიგის კლუბს გუშინ წერილი მისწერა, რომელშიც ჩრდილო ლონდონელები ეროვნებით თურქი და აღმსარებლობით მუსლიმი გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ჩაგვრაში დაადანაშაულა. წერილში არის ასეთი წინადადება: „თქვენ აშკარად ეწევით ჩვენი საზოგადოების დისკრიმინაციას”. ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 300 000 კვიპროსელ თურქს აერთიანებს. თავმჯდომარე ერთუგრულ მეჰმეთი „არსენალს” უცხადებს,...

პოგბას თავი ეზიზღება
Post

პოგბას თავი ეზიზღება

პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”...

Post

ბელერინის ცხრათვიანი ტრავმა

ექტორ ბელერინს მყესები გაუწყდა. მას მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს. „არსენალის” განაპირა მცველი „ჩელსისთან” ბოლო ტურის შეხვედრაში, ნახევარმცველ როს ბარკლისთან შეტაკების დროს დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი „მეთოფეებმა” 2:0 მოიგეს. წუხელ, კატალონიელ მოთამაშეს ნატკენ ადგილზე ათასგვარი რენტგენი და ექოსკოპია გადაუღეს, რის შემდეგაც ითქვა, რომ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი. 23 წლის ფეხბურთელის ერთ-ერთმა ახლობელმა...

ბელერინი ვეგანობამ გააძლიერა
Post

ბელერინი ვეგანობამ გააძლიერა

ექტორ ბელერინი ფიზიკურ სრულყოფილებაზე გადაირია. „არსენალის” 23 წლის განაპირა მცველი ამბობს, რომ შარშანდელს მერე, რაც ვეგანთა დიეტა დაიცვა, თავს განსაკუთრებულად კარგად გრძნობს. ბელერინის თქმით სულ უფრო მეტი პროფესიონალი სპორტსმენი ანებებს თავს ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჭამას. ვეგანური დიეტის დაცვაში ესპანელი ისეთ ვარსკვლავებს შეუერთდა, როგორებიც არიან ლუის ჰემილტონი, ვინუს უილიამსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯერმან დეფო, დევიდ...