ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში ლიდერმა, თბილისის „დინამომ“ დავით სხირტლაძისა და ულად-ომარ იმრანის გოლებით 2:1 დაამარცხა „გაგრა“ და საქართველოს ჩემპიონი გახდა. უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა“ კი „ტორპედოსთან“ ფრედ (2:2) ითამაშა და თბილისურ კლუბს სამი ქულით ჩამორჩა. დინამოელებისთვის ეს საქართველოს ჩემპიონის მე-19 ტიტულია ისტორიაში.
ჭდე: ელიგა
დინამო ცხადაძეს ჩააბარეს
„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს. ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და...
სტუმართა ტური
მე-13 ტურის ხუთივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. ლიდერთაგან „ბათუმმა“ „სამტრედიას“ მოუგო (0:2), „დინამომ“ კი „საბურთალო“ გაანადგურა (0:4). აი „დილა“ კი შინ დებიუტანტ „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა, რაც მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ფაქტი ერთია, სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ „სამგურალმა“ 5 მატჩიდან 3 მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ამიტომ, „დინამოსთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს გორული წარმატება მთლად...
სამგურალი ფრუიძეობს
მეორე წრის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალტუბოში გამართული ბურთაობა გამოდგა. „სამგურალმა“ ლიდერ „დინამოს“ 2:0 მოუგო, თან მართლა მოუგო, დამაჯერებლად. გახსოვთ ალბათ, წლევანდელი სეზონიც ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. დებიუტანტმა წყალტუბოელებმა მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია ის მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ მეტად იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, იმერლები იმ თამაშსაც მოიგებდნენ. ამჯერადაც გამოიჩინა თავი სერგო კუხიანიძემ, რომელიც...
აგვისტოდან ტრიბუნებზე
გუშინდელი „თელავი“-„ჩიხურას“ რეპორტაჟისას თვალში საცემი ფაქტი იყო, თუ როგორ მხურვალედ ქომაგობდნენ კახელები საკუთარ გუნდს. თუმცა, ისიც ნათლად ჩანდა, რომ სტადიონის ირგვლივ შეკრებილი გულშემატკივრები ნაკლებად იცავდნენ სოციალურ დისტანციას. რეგიონებში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. მით უფრო, როდესაც გუნდი ეროვნული ლიგის დებიუტანტია, მისი ქომაგი იმატებს. ისიც ფაქტია, რომ ასეთ დროს კორონავირუსის გავრცელების შანსი უფრო მეტია, ვიდრე მოწესრიგებულად ტრიბუნებზე. დიდი...
ეროვნული კოვიდისგან სუფთაა
საქართველოს ეროვნული ლიგის ათივე კლუბის ყველა ფეხბურთელმა და ოფიციალურმა პირმა კორონავირუსზე პირველადი ტესტირება გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ახლა კლუბები სავალდებულო ორკვირიან შეკრებას იზოლირებულ ბაზებზე გაივლიან. ამის შემდეგ ხელახალი ტესტირება მოხდება, ჩემპიონატის განახლება კი 25 ივნისს მესამე ტურის შეხვედრებით იგეგმება. ტესტირება გაიარეს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯებმაც და ახლა ისინი ლაგოდეხის ბაზაზე ასევე დახურულ რეჟიმში გააგრძელებენ...
ეროვნული 25
საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გვითხრა. თუმცა, ჩემპიონატის განახლებამდე გარკვეული პროცედურების ჩატარება იქნება საჭირო: პირველი ივნისიდან 7 ივნისამდე ელიგის ყველა გუნდი კორონავირუსზე გაივლის ტესტირებას; შემდეგი ორი კვირა გუნდები შეკრებას გაივლიან. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება;...
დინამომ კურიეს სახლი უყიდა
2016 წელს თბილისის „დინამომ“ გულშემატკივარს ბულგარული „ჩერნო მორედან“ მარტინიკელი ფეხბურთელის, მატიას კურიეს გადაბირება ახარა. ქართული საკლუბო ფეხბურთის უნიათო მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც გამართლდა – კურიემ სულ ორი თვე დაჰყო საქართველოში და „დინამოს“ შემადგენლობაში სულ 2 მატჩი ჩაატარა. ალბათ არც გაგვახსენდებოდა კურიე, შემთხვევით მისი ინტერვიუ რომ არ გვენახა, სადაც ამბობს, რომ „დინამოში“ გადასვლით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. რატომ?...
ცხინვალი უკან წავიდა
სულ რაღაც 4 წლის წინ, „ცხინვალი“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა და რუმინულ „ბოტოშანს“ სტუმრად ფრეც გაუგორა, ახლა კი საქართველოს რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა. ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურამდე, „ცხინვალს“ ადგილის შენარჩუნების და ფლეი ოფში თამაშის შანსი შერჩენოდა, თუმც „გაგრასთან“ უხვგოლიან დაპირისპირებაში 2:5 დამარცხდა, ფოთის „კოლხეთს“ ჩამორჩა და ლიგა 3-ში დაქვეითდა. პირველობა კი 3 ტურით...
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...









