„შავმა ლომმა“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „ავჭალაზე“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ უმასპინძლა და 27:20 დამარცხა, თავად 4 ქულა მიიღო, მაგრამ მთავარ კონკურენტსაც გაატანა ერთი სანუგეშო ბონუსი. არადა პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 18:6 მოიგო და შესვენებაზე რიცხობრივ მეტობაში გავიდა, რადგანაც ციმბირელთა მეორეხაზელი ქართული მოლის...
